13:29 08.04.2021
რუსეთი აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს - სერგეი ლავროვი

რუსეთი აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესების შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს და აშშ-ის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს უპასუხებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება ყაზახ კოლეგასთან საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ პასუხს გავცემთ არაკეთილგანწყობილ ნაბიჯებს და ეს ნამდვილად ასე იქნება. ჯერჯერობით მე არ მინახავს რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება და არაფერი გამოცხადებულა. წავიკითხე ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დაასრულა რუსეთის „მტრული ნაბიჯები“ განხილვა და მათ ეს როგორღაც საკმაოდ სწრაფად მოახერხეს”, - აღნიშნა ლავროვმა.

 

ცნობისათვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის არჩევნებში შესაძლო ჩარევისა და კიბერთავდასხმების საქმეების გადახედვა დაასრულა და შესაძლოა, მალე საპასუხო ზომების შესახებ განაცხადოს და ეს ნაბიჯები შესაძლოა, მოიცავდეს სანქციების დაწესებასა და რუსი დიპლომატების აშშ-დან გაძევებას.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge