17:55 08.04.2021
შოთა რუსთაველის ფონდმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა  უმასპინძლა  საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოს.


შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა  ჯაბა სამუშიამ იტალიის ელჩს გააცნო ფონდის საქმიანობა და აღნიშნა იტალიელი და ქართველი მკვლევარების სამეცნიერო კვლევაში თანამშრომლობის მხარდაჭერის მნიშვნელობა და აუცილებლობა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის ამჟამად არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის სქემები და ასევე მკაფიოდ დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. შეხვედრაზე იტალიის ელჩმა განიხილა ფონდსა და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები, რასთან დაკავშირებითაც მხარეებმა ხაზგასმით დააფიქსირეს ორმხრივი საგრანტო სქემის გაფართოების მნიშვნელობა და გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. 

 

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge