20:39 08.04.2021
ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა ერისთავების ნეშტები 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც ოსი წმინდანები, ჩრდილოეთ ოსეთში გადაუსვენებიათ და გვიმალავდნენ - ზვიად ტომარაძე
 საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

1659 წლის ბახტრიონის აჯანყების მოთავეები, რომელიც შაჰ აბასის მიერ წამებით დახოცეს და საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი, ბიძინა, ელიზბარ და შალვა ერისთავების ნეშტები, რომლებიც დაკრძალული იყო იკორთის მონასტერში (ახალგორის რაიონი, ეს ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს). 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც ეთნიკურად ოსი წმინდანები გადაუსვენებიათ ჩრდილოეთ ოსეთში, კერძოდ ალაგირის რაიონის ნათლისღების სახელობის დედათა მონასტერში! ამ ქართველებისთვის ყოვლად სამარცხვინო ფაქტს დღემდე გვიმალავდნენ!!! ლამისაა გული გამისკდეს! ჩვენ წმინდანებს და გმირებს ვერ ვუპატრონეთ, ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ...



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge