დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თურქეთი და რუსეთი - ქვეყნები, სადაც ევროპაში ყველაზე მეტი პატიმრები ჰყავთ 09.04.2021 13:23

ამერიკული გაზეთის „პოლიტიკო“-ს («Politico») ევროპულმა გამოცემამ, რომლის ოფისი ბრიუსელში (ბელგია) მდებარეობს, გამოაქვეყნა სტატია სათაურით "თურქეთი და რუსეთი: ქვეყნები, სადაც ევროპაში ყველაზე მეტი პატიმრები ჰყავთ" (ავტორი - მარინა ადამი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ის ქვეყნები, სადაც სასჯელაღსრულების (პენიტენციალურ) სისტემის დაწესებულებებში ყველაზე მეტი ადამიანი იხდის სასჯელს.


„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიმჩნევა მსჯავრდებულთა ზრდის ტენდენცია - მათში უფრო მეტი პატიმარია, ვიდრე კონტინენტის სხვა ქვეყნებში. თურქეთს კი პატიმართა რაოდენობის მხრივ ყველაზე მაღალი დონე აქვს“, - წერს „პოლიტიკო“ ევროპის საბჭოს ეგიდით ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე.


ევროპის საბჭოს ყოველწლიური სისხლის სამართლებრივი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ თურქეთში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 357,2 პატიმარი მოდის. მეორე ადგილზეა რუსეთი - 356,1 მსჯავრდებულით. მესამე ადგილზე აღმოჩნდა  საქართველო 263,8 პატიმრით. შემდეგ მოდიან ლიტვა,ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ესტონეთი. ეს ქვეყნები ევროკავშირის ყველაზე მსხვილ „ხალხთა საპყრობილეებს“ წარმოადგენენ.


ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს კი, პირიქით, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ყველაზე ნაკლები მსჯავრდებულები ჰყავთ. ნულოვანი მონაცემები აქვთ (ანუ პატიმრები საერთოდ არ ჰყავთ) ჯუჯა სახელმწიფოებს - სან-მარინოსა და მონაკოს. თუ მათ არ ჩავთვლით, მაშინ ყველაზე ნაკლები პატიმარია ისლანდიაში - სულ რაღაც 45 მსჯავრდებული ყოველ 100 ათას მცხოვრებზე.


ანალოგიური დაბალი მაჩვენებლებია ფინეთში და ნორვეგიაში. გერმანიას და ნიდერლანდებს - შესაბამისად 76,2 და 58,5 პატიმარი


უკრაინაში, ევროპის საბჭოს მონაცემებით,  ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 126 პატიმარი მოდის. მსგავსი მაჩვენებლები აქვთ ესპანეთს და პორტუგალიას.


მთლიანობაში ევროპელი პატიმრების "სიხშირე" ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 103,2 ადამიანს შეადგენს. პრინციპში, ეს ციფრი საკმაოდ განსხვავდება 2013 წლის პიკისაგან, როცა პატიმართა რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია.


ყველაზე უპირველესი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ევროპის სახელმწიფოების საპყრობილეებში ხვდებიან, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს წარმოადგენს. მეორე ადგილი უკავია ძარცვა-ქურდობას, მას მოსდევს მკვლელობები (მცდელობების ცათვლით). ყოველი 10 ევროპელი პატიმრიდან 4-ს ძალადობრივი დანაშაული აქვს ჩადენილი. ტერორიზმის ბრალდებით დასჯილია 30524 პიროვნება. მათგან ყველაზე მეტი - თურქეთში (29 827). ამ კატეგორიაში მეორე ადგილზეა საფრანგეთი, მესამეზე - ესპანეთი.


წყარო: https://www.politico.eu/article/europe-prison-population-data-incarceration/


მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ