დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ხალხს მობეზრდა მიტინგებზე სიარული და რეალური პრობლემების გადაწყვეტას ელის - ნიკოლოზ მჭედლიშვილი 09.04.2021 17:07

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ვიყავი უცნობის მდუმარე-შეკრება-აქციაზე, მაინტერესებდა რამდენი ხალხი მოვიდოდა...


რამდენიმე ათასი იქნებოდა, ჩემი შეფასებით, "ზღვა ხალხი" არ მისულა, როგორც მოელოდა ხელისუფლება და თვით უცნობი. აქცია არ გამოდგა მასშტაბური, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხალხი რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს და ეს ხილული იყო აქციაზე...


ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა დაამთავროს აქციების დატოლება, ეს არქაული პოლიტიკური იარაღი პატარა ბიჭების მიერ ერთი ორგანოს დატოლებას ჰგავს და ტრაგი-კომიკურად აღიქმება.


ქართველ ხალხს მობეზრდა მიტინგებზე სიარული და რეალური პრობლემების გადაწყვეტას ელის პოლიტიკური კლასისაგან. IRI-ს ბოლო სოციოლოგიურმა კვლევამაც აჩვენა, რომ მთავარ პრობლემად ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა აღიქმება.


კეთილი ინებოს ხელისუფლებამ, და სწრაფი რეფორმების გეგმა შესთავაზოს მოსახლეობას, აღმოფხვრას კორუფცია, ნეპოტიზმი და შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები.


კეთილი ინებოს ოპოზიციამ, და შევიდეს პარლამენტში და აჩვენოს მოსახლეობას რომ რაღაც იდეა გააჩნია და სჯობს ხელისუფლებას.


30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ისევ კარვებს ვხედავთ პარლამენტის წინ და ისევ "ჯოს, ჯოს, ჯოს" ძახილი გვესმის, არ გამოჩნდა ლიდერი ან ძალა, რომელსაც ქვეყანა ეყვარებოდა და წინ წავიდოდით.


ცუდი ფიქრებით, მაგრამ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ