20:23 09.04.2021
რეზოლუცია # 1633, უმძიმესი მუხლები მე-6 და მე-11, სადაც ასამბლეა პრეტენზიად გვიყენებს ომის დანაშაულების ჩადენას - ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძის ბლოგი:

 

მოკლედ, არ ისვენებენ და ისევ ატრიალებენ ევროსაბჭოს #1633 რეზოლუციას. იმის ნაცვლად, რომ გაატარონ და ჩაჩუმდეს, აქეთ უტევენ მათთვის მიუღებელ ტელევიზიებს, მოსაზრებებს. ეს ტელევიზიები იმსახურებენ, რადგან ცოტა დროს უთმობენ ასეთი თემების ანალიტიკურ გაშუქებას.

დღეს ინტერვიუ მივეცი იმედს და ზოგი რამ ავუხსენი, რაზეც არავინ საუბრობს. კერძოდ, "ყბადაღებული" მე-5 მუხლის გარდა, უმძიმესი მუხლებია ჩვენთვის მე-6 და მე-11, რომლებშიც ასამბლეა პრეტენზიად გვიყენებს ომის დანაშაულების ჩადენას, თანაბრად, რიგორც რუსეთს, ისე ჩვენ. ასეთ მუხლებს ხმას აძლევ და პრეტენზიებს სხვებს უყენებენ.

საერთოდ გაუგებარი იყო, მაშინ როცა საერთაშორისო გამოძიება მიდის, ამ საკითხის წამოწევა ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. დაახლოებით კი ვხვდები, მაგრამ...

სხვათაშორის, დღეს ტიკტოკზე სააკაშვილის ძველი, ცნობილი და ყველა რესურსიდან წაშლილი ვიდეო გავრცელდა, ბავშვებს ბუჩქებისკენ რომ მიუთითებს. მაქ გადის მორალის ზღვარი.

________

ქვემოთ დავდებ #1633 რეზოლუციას. არ უნდა დაიზაროთ და ეს ტექსტი უნდა წაიკითხოთ, თუნდაც მე-20 მუხლამდე, რადგან ჩვენს სახელმწიფოს ეხება. ამ დღეებში კი კიდევ ერთხელ ავხსნი ჩვენთვის საზიანო მუხლებს:

1. საპარლამენტო ასამბლეა ურყევად მისდევს მშვიდობის დაცვასა და ევროპის საბჭოს წესდებაში

(ჩEთშ Nო.1) ჩამოყალიბებულ პრინციპებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის

უზენაესობას, ისევე როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უფლებისა

და სახელმწიფოს საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. ამ პრინციპების დაცვა წარმოადგენს ევროპის

საბჭოს წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებას.

2. ევროპის საბჭოსთან მიერთებისას, როგორც საქართველომ, ასევე რუსეთმა აიღეს ვალდებულება,

გადაეწყვიტათ კონფლიქტები მშვიდობიანი გზებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპების

შესაბამისად.

3. ასამბლეა გმობს ომის დაწყებას ორგანიზაციის ორ წევრ სახელმწიფოს შორის და მისით გამოწვეულ

ადამიანურ ტკივილს.

4. ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა

ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი

ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების

მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები

დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ

შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. მისი

აზრით, ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და

სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამაც ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება,

რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას.

შესაბამისად, ის გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო

სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული

სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ.

5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის

გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი

მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც

სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის

არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა

მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და

საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი

საშუალებებით.

6. იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო

მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო

პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა და

წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, ისევე როგორც რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს საწესდებო მოვალეობებისა და მიერ მიერ გაწევრიანებისას აღებული განსაკუთრებული

ვალდებულებების დარღვევას. ამან შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი

ნაწილის ოკუპაცია, ისევე როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ

ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ან პირდაპირ შეტევად საქართველოს

სუვერენიტეტზე და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად,

გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის სახელმწიფოზე, მის მიერ

გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების დარღვევით, რაც გულისხმობს ამდაგვარ კონცეფციაზე

უარის თქმას.

7. აღნიშნულთან მიმართებაში, ასამბლეა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით,

"საზღვარგარეთ საკუთარ მოქალაქეთა დაცვის" ცნება მიუღებელია და გამოთქვამს წუხილს რუსეთის

ხელისუფლების ამგვარი მიდგომის პოლიტიკური შედეგების გამო სხვა წევრი

სახელმწიფოებისათვის, სადაც ცხოვრობს რუსეთის მოქალაქეთა საკმაო რაოდენობა.

8. ასამბლეას სწამს, რომ სიმართლის დადგენა შერიგების წინაპირობაა. იმის გამო, რომ ომის დაწყების

გარშემო არსებულ ფაქტებს სადავოდ მიიჩნევს როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მხარე, ისინი

უნდა იქნეს დადგენილი ობიექტურად, დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიერ.

საქართველოს ხელისუფლებამ მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ამგვარი საერთაშორისო გამოძიების

დაწყებას. ასევე, რუსეთის პარლამენტის წევრებმაც მიუთითეს, რომ ისინი არ წავიდოდნენ ამგვარი

წინადადების წინააღმდეგ. აღნიშნული გამოძიება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ომის დაწყებით,

არამედ, გაამახვილოს ყურადღება წინარე წლებზეც, რომლებიც წინ უძღვოდა კონფლიქტს.

9. ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას,

როგორც საერთაშორისო სამართლისა და ევროპის საბჭოს საწესდებო პრინციპების დარღვევას.

ასამბლეა კვლავაც ადასტურებს მის ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და

სუვერენიტეტისადმი და მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის

დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება და სრულფასოვნად სცეს პატივი საქართველოს

სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მისი საზღვრების ურღვევობას.

10. ასამბლეა განსაკუთრებით გმობს იმ ფაქტს, რომ დამოუკიდებლობის აღიარება დააჩქარა რუსეთის

პარლამენტის ორივე პალატის – სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს ერთსულოვანმა

მოთხოვნამ ამასთან დაკავშირებით. ის გამოთქვამს სერიოზულ წუხილს იმის გამო, რომ აღიარების

აქტი, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებათა

ამასწინანდელი ხელმოწერა ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებებთან, ხელს უშლის

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხორციელებას,

ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების

განხორციელებაზე მეთვალყურეობას დამოუკიდებელ დამკვირვებელთა მიერ.

11. ასამბლეა შეშფოთებულია ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის

ფაქტების გამო, რომლებიც ჩადენილ იქნა ორივე მხარის მიერ ომის მიმდინარეობისას, როგორიცაა

მშვიდობიან მოქალაქეთა განზრახი ან გაუფრთხილებლობით გამოწვეული მოკვდინება ან დაჭრა,

ისევე როგორც საკუთრების ხელყოფა. კერძოდ, განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ,

შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.

12. როგორც ჩანს, რუსეთმა არ შეასრულა სახმელეთო ომის წარმოების კანონებისა და წესების შესახებ

1907 წლის ჰააგის კონვენციით (IV) გათვალიწინებული მოვალეობა, აღეკვეთა ძარცვა, შეენარჩუნებინა

კანონიერება და წესრიგი და დაეცვა საკუთრება მისი შეიარაღებული ძალების ფაქტობრივ

კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა აღნიშნავს, რომ რუსეთი

სრულად არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის

ფაქტებზე მის ფაქტობრივ კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე. ადამიანის უფლებათა

ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ჭრილში, აღნიშნული შეეხება, ასევე, ქმედებებს,

ჩადენილს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ.

13. ასამბლეა გამოთქვამს განსაკუთრებულ წუხილს სარწმუნო ცნობათა გამო, რომლებიც უკავშირდება

ეთნიკური წმენდის ფაქტებს სამხრეთ ოსეთისა და "ბუფერული ზონის" ეთნიკურად ქართულ

სოფლებში, განხორციელებულს უკანონო მილიციისა და ბანდების მიერ, რისი შეჩერებაც ვერ შეძლეს

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ამასთან დაკავშირებით, ის აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები,

მეტწილად, ჩადენილ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული

შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ და გრძელდება დღესაც.

14. ორაზროვნებას იწვევს დაჭრილი და დაღუპული ადამიანების საერთო რაოდენობა. ყველაზე ბოლო

დამოუკიდებელი მონაცემებით, 300 ადამიანი იქნა მოკლული და დაახ. 500 დაჭრილი სამხრეთ

ოსეთისა და რუსეთის მხარეს, ხოლო 364 ადამიანი იქნა მოკლული და 2234 დაჭრილი საქართველოს

მხარეს. ეს რიცხვები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველად დასახელებული,

განსაკუთრებით რუსეთის მიერ. კონფლიქტის შედეგად, დაახ. 54 ადამიანი რჩება უგზო-უკვლოდ

დაკარგული საქართველოს მხარეს და 6 ადამიანი სამხრეთ ოსეთის მხარეს. თუმცა, წითელი ჯვრის

საერთაშორისო კომიტეტი კვლავ იღებს მიმართვებს დახმარების თხოვნით უგზო-უკვლოდ

დაკარგულთა ოჯახებიდან.

15. ომის შედეგად, საცხოვრისი იძულებით შეიცვალა დაახლოებით 192 ათასმა ადამიანმა. ასამბლეა

გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მთლიანობაში 31 000 იძულებით გადაადგილებული პირი (25

ათასი სამხრეთ ოსეთიდან, 6 000 კი აფხაზეთიდან), სავარაუდოდ, "სამუდამოდ" ვერ შეძლებს,

დაუბრუნდეს თავდაპირველი განსახლების ადგილს. ეს რიცხვი განხილულ უნდა იქნეს დაახლოებით

222 000 ადამიანის კონტექსტში, რომლებიც კვლავ რჩებიან იძულებით გადაადგილებულნი 1990-იანი

წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის გამო.

16. ასამბლეა მიესალმება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ ნათამაშებ როლს,

რომელიც ეწვია რეგიონს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ითავა ტყვეთა გაცვლა და შეიმუშავა

ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული უსაფრთხოების გადაუდებელი დაცვის ექვსი პრინციპი.

ასამბლეა სრულად უჭერს მხარს აღნიშნულ პრინციპებს.

17. ასამბლეა მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შვედეთის თავმჯდომარეობის

ინიციატივას, რომელმაც, სხვებს შორის, 2008 წლის 24 სექტემბერს მოიწვია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური საგანგებო შეხვედრა, რათა

მოემზადებინა ორგანიზაციის სამთავრობათშორისო სექტორის პასუხი აღნიშნულ კრიზისზე.

18. ასამბლეა მიესალმება აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი, საფრანგეთის თავმჯდომარეობის

ფარგლებში, კონფლიქტის დაწყებისთანავე, აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროცესებში და

იხსენებს მის წინანდელ მოწოდებებს ამასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულს 2008 წლის იანვარში

მის მიერ მიღებულ რეზოლუციაში 1603, აღებული ვალდებულებებისა და მოვალეობების

შესრულების შესახებ საქართველოს მიერ. ასამბლეა კვლავაც მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს

მისი სამეთვალყურეო მისია ადგილზე და მისცეს მას არა მხოლოდ მეთვალყურეობისათვის, არამედ,

ასევე, ადამიანებისა და საკუთრების დაცვისათვის საჭირო მანდატი და რესურსები, სანამ

საქართველოს პოლიცია საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არ აღადგენდეს.

19. ასამბლეა მიესალმება, ასევე, თურქეთის მთავრობის წინადადებას "კავკასიის სტაბილურობისა და

თანამშრომლობის ბაზისთან" დაკავშირებით, როგორც დამატებით და კონსტრუქციულ ინიციატივას.

20. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაუშვას როგორც ევროკავშირის, ასევე ეუთოს

დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც იმყოფება რუსეთის ფაქტობრივ

კონტროლქვეშ. გარდა ამისა, ე.წ. "ბუფერულ ზონაში" ევროკავშირის დამკვირვებელთა როლის

გარშემო წარმოქმნილმა უთანხმოებებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს უსაფრთხოების მდგომარეობის კიდევ

მეტად გაუარესება ამ მხარეში, რაც შეაფერხებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას, მას

შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები დატოვებენ ამ ტერიტორიას.

21. ასამბლეა მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის სწრაფ გამოხმაურებას რეგიონისადმი

დახმარების აღმოჩენის საკითხისადმი. ის მიესალმება იმ ფაქტს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ

გულისხმიერი თანადგომა გამოხატა სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილებისადმი და რომ საქართველოს

ხელისუფლებამ, მსგავსად ამისა, თავი მოუყარა მნიშვნელოვან რესურსებს, რათა დაეკმაყოფილებინა

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მის ეფექტიან კონტოლქვეშ იძულებით გადაადგილებულთა

გადაუდებელი საჭიროებანი. მიუხედავად ამისა, ასამბლეა გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ

რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება აფერხებს

ჰუმანიტარული დახმარების ეფექტიან განაწილებას ამ მხარეებში.

22. ზემოხსენებულ მოსაზრებათა ჭრილში და განსაკუთრებით მისი ბიუროს სპეციალური დროებითი

კომიტეტის დასკვნების გათვალისწინებით, რომელიც 2008 წლის 21-26 სექტემბერს ომის კონტექსტში

ეწვია საქართველოსა და რუსეთს, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს:

22.1 უპირობოდ განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით

მიღწეული შეთანხმების ყველა პუნქტი. აღნიშნული, კერძოდ, გულისხმობს რუსეთის ვალდებულებას,

საკუთარი შეიარაღებული ძალები გამოიყვანოს კონფლიქტის წინარე პოზიციებზე და თავი შეიკავოს

ნებისმიერი სახის პროვოკაციისგან, იმისათვის რათა გაამართლოს რუსეთის სამხედრო ძალების

შენარჩუნება ე.წ "ბუფერულ ზონაში"; 22.2 ნება დართონ ეუთოსა და ევროკავშირის დამკვირვებლებს, შევიდნენ სამხრეთ ოსეთსა და

აფხაზეთში. რუსეთმა, აგრეთვე, უნდა გააუქმოს მის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის

დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება;

22.3 სრულფასოვნად ითანამშრომლონ დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოს

შექმნის საქმეში, რომელიც გამოარკვევს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ ზუსტ გარემოებებს. ამ

ინიციატივამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოძიებო კომიტეტების საქმიანობას, რომლებიც შეიქმნა ან

მომავალში შეიქმნება მათი პარლამენტების ფარგლებში, რასაც ასამბლეა სრულად უჭერს მხარს;

22.4 იღვაწონ, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა აქტიური მონაწილეობით,

ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავებისა და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზებისათვის,

იმისათვის, რათა შეიქმნას ჭეშმარიტი პირობები სამშვიდობო პროცესის დასაწყებად;

22.5 უპირობოდ მიიღონ მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში

სტაბილურობისა და უსაფრთხოების პირობების საკითხზე, რომლის გამართვა იგეგმება 15

ოქტომბერს. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა გამოთქვამს სინანულს, რომ აღნიშნულ

მოლაპარაკებათა გამართვა განისაზღვრა მხოლოდ ექსპერტთა დონეზე;

22.6 თავი შეიკავონ გამომწვევი განცხადებებისგან და გადადგან ნაბიჯები კეთილმეზობლური

ურთიერთობების შენარჩუნებისკენ;

22.7 უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა მათ ფაქტობრივ კონტროლქვეშ არსებულ

ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა (ჩEთშ Nო.5) და ჟენევის 1949 წლის

კონვენციებით და მისი დამატებითი ოქმებით განსაზღვრული ჰუმანიტარული ნორმების თანახმად;

22.8 გამოიძიონ ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ფაქტი, რომლებიც ჩადენილ იქნა ომის

მიმდინარეობისას და მის შემდგომ და მონაწილეები წარადგინონ ეროვნული მართლმსაჯულების

წინაშე;

22.9 დაუშვან მედიის უსაფრთხო და შეუფერხებელი შესვლა კონფლიქტის ზონაში, კონფლიქტურ

ზონებში პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა სამუშაო პირობების შესახებ ასამბლეის 1438

(2005) რეზოლუციის შესაბამისად;

22.10 სრულად გამოიყენონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ყველა არსებული საშუალება,

მათ შორის, საჭიროებისამებრ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მართლმსაჯულების

საერთაშორისო სასამართლო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, იმისათვის, რათა

გადაწყვიტონ არსებული კონფლიქტური სიტუაცია. აღნიშნულ კონტექსტში, განახორციელონ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს

მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული შუალედური ღონისძიებანი, ისევე როგორც

სასამართლოს ნებისმიერი მომავალი განჩინება ადამიანის უფლებათა ნებისმიერი დარღვევის შესახებ,

რაც უკავშირდება კონფლიქტს; 22.11. მიუერთდნენ გაეროს კონვენციას კასეტური შეიარაღების შესახებ.

23. ასამბლეა მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, კერძოდ საქართველოს, რუსეთსა და სამხრეთ

ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს, რათა:

23.1 მიიღონ სასწრაფო ზომები სამხრეთ ოსეთის რეგიონში და ე.წ. "ბუფერულ ზონაში" მცხოვრები

ყველა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა

და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, კერძოდ, გააჩნიათ ვალდებულება:

23.1.1. აღმოფხვრან უკანონობა (მათ შორის ფიზიკური ძალადობა, ძარცვა, გატაცება, შევიწროება,

მოროდერობა და საკუთრების განადგურება), ჰააგის 1907 წლის კონვენციის (IV) 43-ე მუხლისა და

ჟენევის 1949 წლის მე-4 კონვენციის შესაბამისად;

23.1.2. დაუყოვნებლივ, შეფერხებების გარეშე დაუშვან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის

ოფისი და ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაცია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ

ტერიტორიებზე, კერძოდ, სამხრეთ ოსეთის რეგიონსა და ე.წ. "ბუფერულ ზონაში". ჰუმანიტარული

დახმარების მომწოდებელ ყველა ორგანიზაციას ამ მხარეებში უნდა გააჩნდეს უსაფრთხოების

გარანტია.

23.2 ამოიღონ ყველა ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვი. აღნიშნული გულისხმობს კონფლიქტის ყველა

მხარის მიერ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ამგვარი შეიარაღების გამოყენებისა და

ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე, ნაღმებისა და ჭურვების ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და

ამოღების სპეციალისტთა ჩართვას. ამ მხარეებში მცხოვრებ ადამიანებსა და ყველა მას, ვისაც კი

შეიძლება ეს შეეხოს, უნდა ეცნობოთ ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვებისგან მომდინარე

საფრთხეების შესახებ;

23.3 სრულფასოვნად ითანამშრომლონ ყველა საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიასთან, იქნებიან

ისინი წარმოდგენილნი გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან, ევროპის საბჭოდან თუ ნებისმიერი

სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან და სრულფასოვნად დაუშვან ეს ორგანიზაციები კონფლიქტის

რეგიონებში;

23.4 უზრუნველყონ, რათა კონფლიქტის შედეგად გადაადგილებულ ყველა პირს მიეცეს სრულიად

ნებაყოფლობითი დაბრუნების საშუალება და დაბრუნების საკითხის გადაწყვეტისას, თავი შეიკავონ

გადაადგილებულ პირთა პოლიტიკურ მძევლებად გამოყენებისგან. გარდა ამისა, იძულებით

გადაადგილებულ ყველა პირს უნდა მიეცეს უფლება, დაუბრუნდეს თავდაპირველ საცხოვრისს

უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში, ან ნებაყოფლობით დასახლდეს სხვა ადგილზე ან დარჩეს

ამჟამინდელი განსახლების ადგილზე;

23.5. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და გაცვალონ მძევლები, სამხედრო ტყვეები და სხვები, ვინც

დაკავებულ იქნენ კონფლიქტის შედეგად, რომელიმე მხარისაგან ორმხრივობის მოუთხოვნელად; 23.6 გადაწყვიტონ ბოლო ხანს მომხდარი და წინარე კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ

დაკარგულ პირთა საკითხი და უზრუნველყონ ამ საკითხის განხილვა ჰუმანიტარულ და არა

პოლიტიკურ ჭრილში. გარდა ამისა, დააარსონ მრავალმხრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის

კომისიებს დაევალება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძიება;

23.7 მიიღონ კონკრეტული ზომები იმისათვის, რათა ეფექტიანად და სრულფასოვნად განახორციელონ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ 2008 წლის აგვისტოში რეგიონში

განხორციელებული ვიზიტის შედეგად შემუშავებული ექვსი პრინციპი ადამიანის უფლებათა და

ჰუმანიტარული უსაფრთხოების გადაუდებელი დაცვისათვის;

24. ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოსა და დამკვირვებლის სტატუსის

მქონე წევრ სახელმწიფოებს:

24.1. არ აღიარონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა;

24.2. გააორმაგონ თავიანთი ძალისხმევა, რათა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიონ კონფლიქტის

მსხვერპლს, რაშიც იგულისხმება:

24.2.1. დახმარებისა და შემწეობის გამოყოფა და მიწოდება როგორც გადაუდებელი სასწრაფო

საჭიროებებისთვის, ასევე, შედარებით უფრო გრძელვადიანი საჭიროებებისათვის;

24.2.2. ძირითადი მოთხოვნილებების მომცველი დახმარება, დაბინავება, ჯანდაცვა, მათ შორის

ტრავმირებულ მსხვერპლთა მკურნალობა, მსხვერპლისთვის შემწეობათა გაცემა და სხვ.;

24.2.3. მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ადამიანების განსაკუთრებული მხარდაჭერა, მათ შორის

არიან ბავშვები, ხანდაზმულები და სხვადასხვა ტიპის ავადმყოფები;

24.3. შეინარჩუნონ ყურადღება 222 000 ადამიანის საჭიროებებზე, რომლებიც იძულებით

გადაადგილებულნი რჩებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინარე კონფლიქტის შედეგად, ისევე

როგორც მათი, ვინც წინარე კონფლიქტების შედეგად გადაადგილდა ჩრ. ოსეთში;

24.4. ფორმალურად დაგმონ ეთნიკური წმენდა, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის შეიარაღებული

ძალებისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეფექტიან კონტროლქვეშ მოქცეულ

ტერიტორიებზე;

24.5. უზრუნველყონ, იმდენად, რამდენადაც ისინი არიან, ასევე, ჩრდილო-ატლანტიკური

ხელშეკრულების ორგანიზაციის (NAთO) წევრები, რათა ამ უკანასკნელის შეფასების დოკუმენტი ამ

ომის სამხედრო უზრუნველყოფის შესახებ, გახდეს საჯარო;

24.6. ხელმისაწვდომი გახადონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისათვის, რომელიც იძიებს

ომის დაწყების გარშემო არსებულ გარემოებებს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი სათანადო

სატელიტური მონაცემი.

25. რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაფიქსირებული ადამიანის

უფლებათა დარღვევის ფაქტებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გამო, ასამბლეა მოუწოდებს მის

ბიუროს, უზრუნველყოს ასამბლეის აღნიშნულ საკითხში ჩართულობა მისი შესაბამისი კომიტეტების

საშუალებით და გააფართოოს მისი სამონიტორინგო პროცედურა ორივე სახელმწიფოსთან

მიმართებაში.

26. ასამბლეა გადაწყვეტს, მოიწვიოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იმსჯელებს ადრეულ

მაფრთხილებელ სისტემათა შექმნისა და არსებულთა გაუმჯობესების შესახებ, რათა აღკვეთილ იქნეს

კონფლიქტების გადაზრდა სრულმასშტაბიან ომებში.

27. ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, განიხილოს, საჭიროებისამებრ

ადამიანის უფლებათა კომისართან კონსულტირებით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა

სპეციალური საველე მისიის დაარსების საკითხი, რომელიც შეუფერხებლად დაიშვება ომის შედეგად

დაზარალებულ ყველა ტერიტორიაზე.

28. ასამბლეა ასევე მოუწოდებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, განიხილოს მისთვის ადამიანის

უფლებათა ევროპული კონვენციის 52-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობის

საკითხი, სახელდობრ იმისათვის, რათა მოსთხოვოს რუსეთის ხელისუფლებას, წარმოადგინოს

ინფორმაცია, თუ რამდენად ეფექტიანად არის დაცული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები

მისი ფაქტობრივი იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე და საქართველოს ხელისუფლებას,

რათა მან წარმოუდგინოს განმარტება, თუ რამდენად მართებულად იქნა მიჩნეული საომარი

მდგომარეობის გამოცხადება კონვენციიდან უკან დახევის გარეშე, რასაც ითვალისწინებს კონვენციის

მე-15 მუხლი.

29. ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს, დასახოს ლტოლვილთა და იძულებით

გადაადგილებულ პირთა დახმარების, ისევე როგორც დაზარალებული ტერიტორიების

რეკონსტრუქციის ხელშემწყობი საშუალებები, მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

30. ასამბლეა დარწმუნებულია, რომ დიალოგის დამყარება საუკეთესო წინგადადგმული ნაბიჯია

ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტისა და გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობისკენ. ეს

მტკიცება ჭეშმარიტია ამ კონკრეტულ კონფლიქტთან მიმართებაში. თუმცა, დიალოგი მოითხოვს

პოლიტიკური ნების გამოვლენას ორივე მხარის მიერ და მის გამაგრებას კონკრეტული ქმედებებით.

შესაბამისად, ჩამოყალიბებულ და დაცულ უნდა იქნეს დიალოგის რამდენიმე ძირითადი პირობა.

მნიშვნელოვანია სამშვიდობო გეგმის სრულყოფილი განხორციელება, მათ შორის რუსეთის

შეიარაღებული ძალების გამოყვანა კონფლიქტის წინარე პოზიციებზე. გარდა ამისა, ევროკავშირისა და

ეუთოს დამკვირვებელთა სრულფასოვანი განლაგება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და რუსეთის

მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება

შექმნიდა შინაარსიანი დიალოგის მინიმალურ პირობებს.

31. ამგვარი დიალოგის ხელშეწყობისთვის, ასამბლეამ უნდა განიხილოს, მისი მეურვეობის ქვეშ

საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური დროებითი კომიტეტის ამოქმედების შესაძლებლობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პარლამენტარები, რაც

შეასრულებს ფორუმის როლს, სადაც იმსჯელებენ მათ შორის არსებული უთანხმოებებისა და

გამოსავლის გზების შესახებ, იმისათვის რათა წერტილი დაესვას ამჟამინდელ ჩიხურ ვითარებას და

მზერა მიიმართოს მომავლისაკენ.

32. მის წევრ სახელმწიფოთა მონაწილეობით ძალის გამოყენების შემდგომ გამოვლინებათა რისკის

შემცირებისათვის, ასამბლეამ უნდა შეიტანოს წვლილი კონფლიქტის აღკვეთისა და გადაწყვეტის

საქმეში, ვინაიდან, მშვიდობის გარეშე, სათანადოდ ვერ იქნება დაცული დემოკრატია, ადამიანის

უფლებები და კანონის უზენაესობა. შესაბამისად, ის იღებს გადაწყვეტილებას, სთხოვოს მის ბიუროს,

რათა ამ უკანასკნელმა შეისწავლოს იმგვარი მექანიზმები, რომელთა მეშვეობით, ასამბლეა წარმართავს

საპარლამენტო დიპლომატიას ევროპაში გაყინული კონფლიქტებისა და ასევე სხვა სიტუაციათა

კონტექსტში, რომელთაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნან მშვიდობასა და სტაბილურობას.

2008 წლის 2 ოქტომბერი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge