დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ჯანმო განსხვავებული ვაქცინების კომბინირებულად გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს 10.04.2021 13:17

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინების კომბინირებულად გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

 

საუბარია კორონავირუსზე ვაქცინაციაზე, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობს და რომელიც დროის გარკვეულ შუალედში ვაქცინის ორი დოზის შეყვანას ითვალისწინებს.

 

ჯანმო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის, განსხვავებული ვაქცინების კომბინაცია და ერთად გამოყენება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს მეთოდი ეფექტურია.

 

თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბერლინის ვაქცინაციის კომისია ორი ვაქცინის კომბინირებულად გამოყენებას უსაფრთხოდ მიიჩნევს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ