13:55 10.04.2021
პრინც ფილიპის უკანასკნელი სურვილი ცნობილია

ბრიტანეთის პრინცის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპის უკანასკნელი სურვილი მშვიდად, საკუთარ სახლში, საკუთარ საწოლში გარდაცვალება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Post ავრცელებს.

 

როგორც გამოცემას სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, ჰერცოგს უინძორის სასახლეში "მშვიდად სიკვდილი" სურდა. 

 

გარდა ამისა, პრინცმა ფილიპმა გარდაცვალების წინ სურვილი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პანაშვიდი არ გამართულიყო. ამის ნაცვლად, მან უინძორის წმინდა გიორგის სამლოცველოში სამხედრო დაკრძალვის გადახდა ითხოვა.

 

დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს გარდაიცვალა. იგი საავადმყოფოში 17 თებერვალს მოათავსეს და გულზე ოპერაცია გაუკეთეს. ჰერცოგი გუშინ, უინძორის სასახლეში, საკუთარ საწოლში გარდაიცვალა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge