18:51 10.04.2021
ამდენი ხანი ქართულ პოლიტიკაშია და გინდ ყოფილა, გინდ არა, ჯონჯოლივით იყო, არის სუფრაზე - არის, არ არის და არც არავინ ამჩნევს - დავით ქართველიშვლი
დავით ქართველიშვლის პოსტი:

ძალზე ვაფასებ ასოციაციურ მსჯელობას, ალეგორიას, ანეკდოტებს. ამ ჭრილში ჩემი დღევანდელი გმირი - დავით ბაქრაძეა. ამდენი ხანი ქართულ პოლიტიკაშია, და გინდ ყოფილა, გინდ არა. ჯონჯოლივით იყო. არის სუფრაზე - არის. არ არის და არც არავინ ამჩნევს ამას. ოპოზიციის ბანაკში მე ესეთი ორი გამოკვეთილი ტიპაჟი მეგულება - გიგი წერეთელი და დავით ბაქრაძე. ყოველთვის, დიდი რისკის, ზედმეტი ოფლიანობის გარეშე, ფრთხილად, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვის რეჟიმში, თითქმის ოცი წელია დიდ პოლიტიკაში და ტოპ-თანამდებობაზე იყვნენ, ზოგი საქართველოში, ზოგი ევროპაში.
ან რა გაუკეთეს ქვეყანას, ან რითი დაგვამახსოვრეს თავი - ვინმემ თუ გაიხსენეთ, მომწერეთ. მიუხედავად ამისა, დავით ბაქრაძე ენდიაების, აიარაიებისა და სხვა მამაძაღლობების გამოკითხვების სა-გინესო წიგნის მუდმივი რეკორდსმენი იყო.
ამჯერად ვაპაუზებო ჩემს შემდგომ წარმატებულ წინსვლას ქართულ პოლიტიკაშიო. მეო თქვენგან დავისვენებო, თქვენც უჩემოდ ცოტას გაუძელითო. ვინ იცის, ეგ როდის დაგვიბრუნდება, ამიტომ შესაძლო ხანგრძლივი დამშვიდობების შემთხვევაში, მინდა პატარა საჩუქარი გავუკეთო და ვაღიარო - დიახ, არჩევნები გაყალბდა. არ მინდოდა ამ თემის წამოწევა და აღიარება, მაგრამ - კაცი მიდის და ღირსია, იცოდეს. არჩევნები გაყალბდა. ოღონდ არა 2020-ის, არამედ 2013-ის. გამორიცხულია მსოფლიოში ესოდენ ცნობილ დავით ბაქრაძესთვის, ვინმე მარგველაშვილს მოეგო, რომელმაც მაშინ დათოს პრეზიდენტობა უბრალოდ აახია. ვიცოდი, ამის გაგება, წასვლის წინ - გაეხარდებოდა...
P.S.: ისე, ჯოჯნჯოლი როგორაა რუსულად, იცოდით? რა პირდაპირ კავშირშია დავით ბაქრაძესთან, თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც არის ეგაა - Клекачка. არ გეყოთ? აჭარაში რას ეძახიან ჯონჯოლს? კი ბატონო, მოემზადეთ - ბოტიყვერა!



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge