იქსნიუსის ინფორმაციით, შესაძლოა ძალიან მალე, საქართველოში საერთაშორისო სკანდალის მხილველები გავხდეთ. ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ლიდერი მზად არის, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციულ ძალად გამოაცხადოს, თუ ის და მთლიანად ოპოზიცია შემდეგ კვირას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. საპარლამენტო არჩევნები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლეგიტიმურად აღიარა და ამ ფონზე, თუ ოპოზიცია არ შეცვლის ბოიკოტის რეჟიმს, ევროპა მათ დესტრუქციულ და რადიკალურ ძალად გამოაცხადებს.
ამის შესახებ იქსნიუსს გავლენიანმა წყარომ აცნობა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge