დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ჩინეთი მოქალაქეებს აცრის სანაცვლოდ უფასო პროდუქტებს სთავაზობს 11.04.2021 12:43

 

ჩინეთი  მოქალაქეებს ვაქცინაციის სანაცვლოდ  უფასო პროდუქტებს სთავაზობს.

 

უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები - ეს არის ის ჩამონათვალი, რასაც ჩინეთი საკუთარ მოქალაქეებს აცრის სანაცვლოდ სთავაზობს.

 

ჩინეთში, სადაც ვაქცინების მწარმოებლები თავდაპირველად ფოკუსირებულნი იყვნენ დოზების ექსპორტზე,  ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებებით, მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია აცრილი. ქვეყნის ხელისუფლების მიზანი კი, წლის ბოლომდე მოსახლეობის 64 %-ის ვაქცინაციაა.

 

ორშაბათს ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინების 140 მილიონი დოზაა ჩაბარებული და ათვისებული ვაქცინების რაოდენობა დღეში 10 მილიონს მიაღწევს.

 

ამ მიზნის მისაღწევად, ოფიციალური პირები მობილიზდნენ ადგილობრივ რაიონებსა და უბნებში, უნივერსიტეტებში, ბიზნესებსა და სკოლებში, რათა დაითანხმონ მოსახლეობა მიიღონ ხუთი ჩინური ვაქცინა, რომელიც ქვეყნის შიგნით გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებულია.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ