დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ევროპარლამენტი კრემლისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს 11.04.2021 13:49

"უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მზადყოფნის საპასუხოდ მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს, მაგალითად, რუსი ოლიგარქებისათვის ანგარიშების გაყინვა ან რუსეთის ფედერაციის SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემისგან გათიშვა", -. აღნიშნული მოსაზრება ევროპარლამენტში კონსერვატიული ევროპის სახალხო პარტიის (EVP) ფრაქციის ხელმძღვანელმა მანფრედ ვებერმა გამოთქვა.

 

ვებერი თვლის, რომ კრემლზე ზეწოლის კიდევ ერთი შესაძლო ბერკეტი "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" გაზსადენის პროექტია, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დასრულებულა. წერს გამოცემა DW.

 

”პუტინმა უნდა იცოდეს თავისი ქმედებების ფასი”, - დასძინა მანფრედ ვებერმა.

 

მარტის დასაწყისში, ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუში ვებერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი-2" არ აკმაყოფილებს ევროპულ ინტერესებს.

 

ევროპარლამენტის თვალსაზრისით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა კრემლს უნდა აჩვენონ "რა მოელის რუსეთის ხელმძღვანელობას, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარებას გაამწვავებს". 

 

"დასავლეთის ქვეყნების პასუხი მოსკოვის ამგვარ ქმედებებზე მკაცრი და ცალსახა უნდა იყოს", - აღნიშნა ვებერმა.

 

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 7 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ