დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დუბაიში აქლემის კუჭში პოლიეთილენის 2 ათასამდე პარკი იპოვეს 12.04.2021 11:20

მკვლევარების ჯგუფმა დუბაიში  აქლემის კუჭში პოლიეთილენის 2 ათასამდე პარკი იპოვეს.


მეცნიერებმა ასევე 300-ზე მეტი დაღუპული აქლემის ორგანიზმი შეისწავლეს, რომლებიც ნაგავსაყრელიდან იკვებებოდნენ.


როგორც გაირკვა ყველა მათგანის კუჭში დიდი ოდენობით პარკები იყო ჩარჩენილი, რომლებიც ცხოველის ნაწლავურ სისხლდენას, გაუწყლოებას, მუდმივ შიმშილს და საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევდა.


მკვლევარების  თქმით, აქლემების დაღუპვა, რაც ნაგავსაყრელზე კვებამ გამოიწვია არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ რისკისა, რაც საერთოდ ცხოველებს პლასტიკატით დაბინძურებისგან ემუქრებათ.


,,წარმოიდგინეთ, რომ თქვენს კუჭში 50 პოლიეთილენის პარკია, რომელთა გადამუშავებაც არ შეგიძლიათ. ისინი იწვევენ წყლულებს, ძლიერ დისკომფორტს და შეგრძნებას, თითქოს მუდმივად დანაყრებული ხართ. ამის შემდეგ უკვე აღარ შეგიძლიათ ნორმალურად იკვებოთ. ზუსტად ეს ემართებათ აქლემებს, რაც მათ დაღუპვას იწვევს’’- აცხადებს მსოფლიოს პლასტიკატით დაბინძურების შემცირებაზე მომუშავე ორგანიზაცია 5 Gyres-ის თანადამფუძნებელი მარკუს ერიქსონი.


მისი თქმით, პლასტიკატით დანაგვიანებულია თითქმის ყველა რეგიონი დედამიწაზე, მთის მწვერვალებიდან დაწყებული ხმელეთამდე, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის ჩათვლით და ამ პრობლემას ადამიანები ვერ აცნობიერებენ სათანადო დონეზე.


სპეციალისტები პლასტიკატით დაბინძურებას გარკვეულწილად პანდემიად აღიქვამენ, თუმცა მათი თქმით, ეს ის პრობლემაა, რომელსაც ვაქცინის შექმნით ვერ მოვაგვარებთ.


ერიქსონი ცდილობს, რომ მსოფლიო ლიდერებმა, ბაიდენის ადმინისტრაციის ჩათვლით მხარი დაუჭირონ გაეროს კონვენციას პოლიეთილენით დაბინძურების თაობაზე. ხელშეკრულება მიმართული იქნება მავნებელი პლასტიკატების წარმოების შეჩერებაზე და მათ ჩანაცვლებაზე ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით.


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ