დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გრიგორი კარასინი - საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია 12.04.2021 12:18

 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებით საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია.


კარასინმა საქართველოზე რუსულენოვან გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა.


 რუსი დიპლომატის თქმით, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან მუშაობას ონლაინ ფორმატით აგრძელებს.


კარასინისვე განცხადებით, რუსეთი მოწოდებულია, კონსტრუქციული მუშაობა გააგრძელოს, რათა საქართველოსთან 2011 წელს საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ დადებული შეთანხმება მალე ამუშავდეს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ