დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რუსეთი უკრაინასთან საომრად ემზადება? - Foreign Policy 12.04.2021 14:26

ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ («Foreign Policy») აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთი უკრაინასთან საომრად ემზადება?“, რომელშიც ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ბოლო პერიოდის დაძაბულობის მიზეზებია განხილული (ავტორი - ემი მაკინონი).

 

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

„რატომ ხდება ჯარების თავმოყრა საზღვრებთან, ამის მკაფიო მიზეზები ჯერ კიდევ არავინ იცის, მაგრამ ბევრი ექსპერტი ამ მოვლენას რუსეთისა და უკრაინის საშინაო პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს. ასევე არანაკლებ საინტერესო როლს ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

 

რუსეთი: პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ეცემა და რეკორდულად დაბალ დონეს უახლოვდება. კრემლი ჯერ ისევ ცდილობს პანდემიისადმი გამკლავებას და ამ ფონზე, იანვარში რუსეთის მთავრობა მასობრივ ქუჩის პროტესტებს წააწყდა (ალექსი ნავალნის დაპატიმრების გამო). როგორც ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან, ასეთ ფონზე ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოსახლეობის გასაგონად აცხადებს, რომ რუსეთი ალყაშემორტყმულია და ყველაფერი დასავლეთის ხრიკებია.

 

უკრაინა: პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა რუსეთის წინააღმდეგ: მან სანქციები დაუწესა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირეს, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს, რომელსაც სამი ტელეარხი დაუხურა. ვლადიმერ ზელენსკიმ ეს გააკეთა როგორც საკუთარი რეიტინგის დაცემის, ასევე დონბასის კონფლიქტის მოგვარების წარუმატებელი მცდელობის ფონზე.

 

შესაძლოა მოსკოვი ელოდება, რომ იქნებ ვლადიმერ ზელენსკიმ რაღაც მცდარი ნაბიჯი გადადგას დონბასში, რითაც რუსეთი დაუყონებლივ ისარგებლებს - როგორც ეს კრემლმა საქართველოს მიმართ გააკეთა 2008 წელს, როცა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან ომში ჩაბმული აღმოჩნდა სამხრეთ ოსეთთის გამო.. „როგორც ჩანს, მოსკოვში მმართველი ელიტა თვლის, რომ ვლადიმერ ზელენსკი იმავე ტიპის ადამიანებს მიეკუთვნება, როგორსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს“, - ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - როგორი არაზუსტიც არ უნდა იყოს კრემლის ასეთი შეფასება, მას მაინც შეუძლია მსოფლიოს სერიოზული შედეგები მოუტანოს“.

 

აშშ: არ უნდა დავივიწყოთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფაქტორის შესახებაც: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კარგად ერკვევა უკრაინის სიტუაციაში, რადგანაც იგი ბარაკ ობამას წარმომადგენელი იყო დონბასის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. „ვფიქრობ, კრემლში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, მხარს უკრაინას დაუჭერს და თეთრ სახლს დღეს თავისუფლად შეუძლია გადადგას ის ნაბიჯები, რომლებსაც ადრე ერიდებოდა. რა თქმა უნდა, ეს მოსკოვს არ მოეწონება“, - ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი, აშშ-ის უსაფრთხოების ცენტრის რუსეთის პროგრამების დირექტორი.

 

საბოლოო ჯამში ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოს სცენარის გამეორებას მოისურვებს, მაგრამ ამჟამად მას იმდროინდელი უპირატესობა აღარ აქვს.

 

„რუსეთის ლიდერს, ალბათ, ძალიან სურს უკრაინაში კი არ შეიჭრას, არამედ უბრალოდ, 2008 წლის ქართული სცენარი გაიმეოროს“, - ამბობს ტარას კუზიო, კიევ-მოგილიოვის ეროვნული აკადემია-უნივერსიტეტის პროფესორი, - „მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილი არ არის“.

 

ის მიმომხილველები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებენ დონბასის კონფლიქტს, თვლიან, რომ რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა. „მე მაინც ვთვლი, რომ დღეს საქმე გვაქვს მხოლოდ სიგნალებთან და ძალის დემონტრირებასთან. არა მგონია, რომ საქმე უკრაინაზე თავდასხმამდე მივიდეს. თუმცა არა უნდა გამოვრიცხოთ ამჟამინდელი სიტუაციის რაღაც უფრო სერიოზულში გადაზრდის ალბათობაც“, - ამბობს ანდრეა კენდალ-ტეილორი.

 

წყარო:

https://foreignpolicy.com/2021/04/09/russia-troops-border-donbass-war-putin-zelensky-ukraine/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ