დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა 12.04.2021 15:10

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა.

 

უწყების ინფორმაციით, ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი.

 

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

 

„დღეს, თავდაცვის მინისტრთან, ჩემს მეგობარ ჯუანშერთან ერთად დავესწარი სიმბოლურ ცერმონიას, რომლის ფარგლებში თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს მარნეულის ბაზაზე სხვადასხვა სახის ტექნიკური საშუალებები და ორი მიკროავტობუსი გადასცა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს საჰაერო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს და მხარდაჭერილი იყოს. მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.“- განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანიმ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ