ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში "გირჩის" მიერ 7 პირობის დასახელებას ეხმაურება:
"გირჩს" შესვლა თუ არ უნდა, თქვას. არჩევნების გაყალბებას ვერ ვამტკიცებთო და 5 პუნქტს ახალი 7 მოთხოვნა დაუმატეს. სასაცილო და ალოგიკური.
ბოიკოტი მოჰყვა გაყალბების თემას. თუ ვერ ამტკიცებთ, შედით.
გამიკვირდა პროსტიტუციის ლეგალიზება რომ არ შეიტანეს.
1%-ზე ნაკლები ბარიერის დაწესება ნიშნავს ქვეყნის ქაოსში შეყვანას იმ წლიდან, როცა ნულოვანი ბარიერი დაწესდება.
მოსამართლეების არჩევაზე საუბარი შეიძლება. შერიფებზე ხმაც არ დაძრათ ვინმემ საჯარო სივრცეში. აშშ-ში არ ვცხოვრობთ. იქაც უკვე პრობლემები იქმნება. დანარჩენი მოთხოვნები ამტკიცებს, რომ გირჩი მავნე ვირუსია,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge