გუმათში, კომპანია „ენკას“ ოფისთან, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიის გასვლას მოითხოვენ. „მონები"- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
მათ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა სიმშვიდისკენ მოუწოდა. გოლეთიანის თქმით, პოლიციამ თავად დაიწყო კამათი და ამით ცდილობდნენ, აქციის მონაწილეები პროვოკაციაზე წამოეგოთ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge