დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ეს ევროპა რავა სულ დიდ გაუგებრობაშია, განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ, თუ რუსეთი უკრაინას რამეს უზამსო, თითქოს რაც უქნა, საკმარისი არ იყო - ირაკლი მელაშვილი 12.04.2021 20:20

ირაკლი მელაშვილის პოსტი:

 

 

უი, ეს ევროპა რავა სულ დიდ გაუგებრობაშია რა:((((( მოკლედ, განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ "ევროპის სახალხო პარტია" და სხვები,  თუ რუსეთი უკრაინას კიდო რამეს უზამსო (თითქოს, აქამდე რაც უქნა საკმარისი არ იყო და იგივე დასავლეთის ზეწოლით  და მათი გარანტიებით არ დაათმობინეს 1994 წელს "ბუდაპეშტის მემორანდუმით" უკრაინას  ბირთვული შეიარაღება!), ინდივიდუალურ სანქციებს შემოვიღებთ რუსი ოლიგარქებისთვისო. ესენი გამაგიჟებენ,  ე.ი პუტინს ხომ ღამე არ დაეძინება ამის გამო (მაგრა უყვარს თავისი ოლიგარქები, თან პირიქით უარესად მიიწებებს მათ) და რუსების 99%-ი კიდო ტაშს დაუკრავს და იტყვის, აი რამ მაგარია დიდი პუუ-ო დასავლეთს ოლიგარქები ჩაახდევინაო! ამავე დროს "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის შეჩერაბაზე , რაც რეალურად დაარტყავს იგივე პუტინის პოლიტიკას, რუსეთი ბიუჯეტს და რუსული გავლენების ზრდას ევროპაში, არა ბატონო მაგი რაფრა იქნებაო! მაგას ხელს არ ხლებულობენ და ამერიკელებს უხურებენ, რატომ ებრძვით ამ პროექტსო!  ძაან მაგრები ხართ, ძაან! მგონი როგორც 30-იანების ბოლოს, ახლაც ამათ კართანაც დაიჩოქებს უკვე პუტინის აქლემი!  ჭკუას ვერც ესენი სწავლობენ! ჰოდა მერე ტალიავინის კომისია შექმნან სიმართლის დასადგენად, რუსების გასაკიცხად და/ან შესაჩერებლად, ან ბრიტანელებს რომ ჰყავდათ "გენიოსი" პრემიერი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩემბერლენი, იმას მოუხმონ, 1938 წელს ჰიტლერთან მიუხენის შეთანხმებას რომ "მიაღწია"  და ნაცისტებისთვის  ჩეხოსლოვაკიის ჩაყლაპვის ხარჯზე, თან   ბრიტანეთში ჩაფრენილმა აეროდრომზე ამ შეთანხმების ტექსტის ფრიალით  ამაყად რომ განაცხადა, "მე ევროპას მშვიდობა მოვუტანეო", რასაც ცოტა ხანში მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. ჰოდა, ეგ გენიოსი გააცოცხლონ და გაუშვან პუტინთან სალაპარაკოდ! აუ რა მშვიდობას და სტაბილურობას მიიღებენ! ღირსებიც იქნებიან!  დასავლეთს, რეიგანის, ტეტჩერის და კოლის ნაცვლად, ახლა რომ ჰყავს ასეთი ლიდერებები რომ ჰყოლოდა გასული საუკუნის 80-ანებში, მგონი სსრკ უკვდავი იქნებოდა! კაი, ჩვენ ვერ ვსწავლობთ ჭკუას ჩვენს შეცდომებზე, ამათ რაღა უბედურება ჭირთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ