დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

გავხედე ნაომარ ქალბატონს, რომელიც ომში კაცივით გვედგა გვერდზე და რომელიც დღეს მეეზოვეა ქუჩაში - დავით ახრახაძის აღსარება 12.04.2021 23:45

დავით ახრახაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი:

რამდენი რამე მახსოვს (ბევრი) მწარედ იმ ავადსახსენებელი ოთხმოცდაათიანებიდან და ცოტა კარგიც.....
მახსოვს:
1) სოხუმში ომის დროს, სრულიად უცნობი შემხვედრი დედისტოლა ქალი მოვიდა ქუჩაში, გამაჩერა, გადამკოცნა, მადლობა შვილოო მითხრა და წავიდა. ( მაშინ უკვე დაჭრილი ყავარჯნებით ვიყავი კი)
2) ტამიშის ხიდზე შებინდებულზე როგორ ჩამოსხა ავტობუსმა ალბათ სამოცამდე ქალ-ბავშვი. (არანაკლები) და სოხუმისკენ ფეხით უშვებდა..... რაც დიდი ალბათობით მათი ტყვედჩავარდნით დასრულდებოდა.... (რომ არა ჩემი და ერთი ადამიანის ავტომატის ჩხაკუნის შიში)
3) როგორ გამოთქვა ერთმა ადგილობრივმა, უკმაყოფილება, მის სახლში 21 წლის გარდაცვლილი მებრძოლის ერთი ღამით დასვენების გამო.... (არადა თვითონ და მისი სამი ვაშკაცი ზოგი მოსკოვს აფარებდა თავს ზოგი სად...) კარგი პასუხი მიიღო სხვა სოფლელებისგან..
4) როგორ იბრძოდა ადგილობრივების ოჯახიდან სამი კაცი და როგორ ნევიჟუს უკეთებდა ომს მისი დეზერტირი მეზობლები, ჩვენი ძმები არიან აფხაზებიო!!!
5) როგორ ვმარხავდით ბიჭები ნემეცკი სშოთით აკრეფილი კუპონებით ომში დაღუპულ ჩვენ ბიჭებს.
6) რა სიდუხჭირეში იყვნენ ომში დაღუპულების ოჯახები.... საზოგადოებისგან უყურადღებოდ დარჩენილი მათი ცოლშვილი....
7) როგორ ამრეზით უყურებდა ომს თავსარიდებული ''სუფრის პატრიოტი'' ომიდან ჩამოსულ ბიჭებს. როგორ ყველა ყაჩაღებად მონათლეს აქ ქარხნების და ფაბრიკების ჯართად ჩამბარებელმა ''ქართველმა'' ხალხმა იქიდან ჩამოსული ბიჭების სრული 100% .
8) როგორ მოკვდა ჩვენი ერთი თანამებრძოლი ანზორა @@@@@ (გვარს ვერ დავწერ, ოჯახს არ ვატკინო ისევ გული) გულის შუნტირების ოპერაციის ვერ გაკეთების გამო.... სახლს გავყიდი მაგრამ რომ ვერ გადავრჩე, ოჯახს ქუჩაში ვერ დავტოვებო.
9) როგორ ლოთდებოდნენ და ნარკომანდებოდნენ საზოგადოებისგან იგნორირებული ნაომარი ბიჭების დიდი ნაწილი... იმიტომ რომ... დააგვიანდათ ომის გამო ცხოვრების მატარებელზე შეხტომა... კომერციულების გახსნა, მიწების დათრევა,
10) როგორ აყიდინებდნენ სულ მცირე დანაშაულზეც კი პროკურორები და მოსამართლეები ჩვენ ბიჭებს სახლკარს
11) როგორ უდებდნენ იარაღს და ნარკოტიკს საჩვენებელი დაჭერების და ხელისუფლების საამებლად პოლიცია ნაომარ ბიჭებს... (რისი მომსწრეც პირადად ვარ და ჩემი ხმის ამოღებაც ძვირი დამიჯდა)
12) როგორ მოქონდათ ორგანიზაციებს ჰოსპიტალში ჩვენთვის ცხელი საკვები ( სამწუხაროდ იშვიათად, ორჯერ მახსოვს მხოლოდ, თუმცა არ დამავიწყდება, .... ცოტა ყურადღებაც დასამმახსოვრებელია)
13) როგორ არ წამიყვანა აფხაზეტისკენ მიმავალი ვიღაც გალელმა პომიდორის ვაჭარმა ქუთაისიდან... (პრავის მის თავზე გადახევით დასრულდა რათქმაუნდა... დაახია პრავა თავზე სამხედრო პოლიციამ... ომში მიმავალ ინვალიდს გზაზე დამგზავრებაზე უარი როგორ უთხარიო...)
14) როგორ ჯილდოვდებოდნენ შტაბის ვირთხები, პარკეტის ოფიცრები და როგორ არ ახსენდებოდათ ნამდვილი ნაომარი ბიჭები
15) როგორ ომობდა საქართველოს რამდენიმე რეგიონი და როგორ თავს იკავებდა ზოგი რეგიონი!
16) როგორ ომობდა აფხაზეთის მოსახლეობა და როგორ ეკიდა ზოგ ქალაქს.... (ასიათასიანი ქალაქიდან რომ 250 კაცი მოკიდებს ისრაღს ხელს... ამას რა ქვია არ ვიცი)
17) როგორ მივიწყებული იყო და არის ომის ინვალიდების პენსიების და ღირსეული ცხოვრების თემა... (ჯამრთელი კიდევ მოიცდის ბოლობოლო....
18) როგორ მწარედ გავხედე გუშინწინ იმ ომში ნაომარ ქალბატონს რომელიც კაცივით გვედგა ომში გვერდზე.... რომელიც დღეს მეეზოვეა ქუჩაში.
19) როგორ გვეუბნებოდა იმ დროინდელი საზოგადოება... რა გინდათ ომშიო? როგორ გვეუბნებოდა შემდეგი ხელისუფლება, -მე გაგიშვით ომშიო? .. ეს ხალხი ხომ დღესაც ცოცხალია...?????????
20) როგორ გამიშალა სუფრა მაქანის ''კაპოტზე'' სრულიად უცხო ბიჭმა თბილისის ვაგზალზე და დაბადების დღე იქ გადამიხადა აფხაზეთიდან ჩამოსულს....
21) როგორ ''ვსჯიდით'' უდისციპლინო ჯარისკაცებს ომის დროს..... ომში არ წაყვანით ვსჯიდით! ყველაზე მეტი დასჯა ეგ იყო იმდროინდელი ჯარისკაცის!
22) როგორ არავის აინტერესებდა მაშინ ჯარისკაცი რას ჭამდა, რას სვამდა, რა ეცვა.... დღეს კი ამ საუცხოოდ ჩაცმულ-დახურულ და საკეთესო საკვებით ნაკვებ ჯარს უკირკიტებენ და პრიჩინას უძებნიან მაშინ რომ ჩუმათ იყო ის საზოგადოება....
23) თუ როგორ გვაკლდა ხალხი ომში... მარტის მოვლენების დროს როგორ იცავდა რამდენიმე პოსტზე სოფელ მერკულას 10 კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში... როგორ ეძინათ გადაღლილებს ფეხზე...
24) როგორ ვჭამდით, ტომატში მოშუშულ შემწვარ ხახვს რამდენიმე დღის განმავლობაში და როგორ ქეიფობდა ერი რესტორნებში იმ დროს...
25) როგორ გადაიხადა ერთმა ადგილობრივმა კაცმა ჩემს მაგივრად ოჩამჩირეში არმიანსკი დვორში ერთი კოლოფი სიგარეტი ტემპის ფული...
26) როგორ ცდილობდა ოჩამჩირის პოლიცია ჩვენი ბიჭების დახვრეტას და იარაღის დათრევას .... (''ბევრი რომ იცოდა'' ამ ბიჭებიდან ერთერთმა) რაც მაშნვე მწარედ ვანანეთ!
27) როგორ დღემდე ამრეზით და ბოღმით გვიყურებს საზოგადოების ერთი ნაწილი... დაკოპმლექსებული შურით და ბოღმით... იმიტომ რომ მაშინ ომში წასვლის @რაკი არ ქონდათ და ქალის კალთებს ეფარებოდნენ... ამ ბოლო დროს რომ აღმოაჩნეს რუსეთი ოკუპანტი რომ ყოფილა... (25 წელი არ მახსოვს ვინმესგან)
28) როგორ რეაბილიტაციას უკეთებენ ავღანეთის და ერაყში დაჭრილ ბიჭებს(ეკუთვნით რათქმაუნდა) და როგორ ვკიდივართ აფხაზეთიდან დაბრუნებული ხეიბრები.
29) როგორ გამოყარეს ჯარიდან 2005-2006 წლებში ნაომარი ბიჭები და როგორ ჩუმად იყო ჯარიც და საზოგადოებაც... როგორ უდრტვინლელად დაიკავეს უომრებმა, ნაომრების ადგილები და როგორ მორჩილად უსმენდნენ შემდეგ დედის @რაკის გინებას მეთაურებიდან.
30) როგორ ვმუშაობდი ცალფეხა კაცი ხარაჩოზე შემდგარი და როგორ ფულს კეცავდა უომარი პრარაბი ჯიბეში,
31) ომის დროს, ომში წასულ ბიჭების ოჯახებს ერთი მეშოკი პურის ფქვილი მიუტანა ვინმემ?? ვიღაცას ხელი წაუცდა და ყველა ყაჩაღად რომ მონათლეთ პატივცემულო საზოგადოებავ! არადა კანონიერ ქურდებს და ცნობილ ყაჩაღებს ანათლიებდით იმ დროს შვილებს!!!
32) საზოგადოებს 98 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ომში საწვავი იხარჯებოდა, სამოქალაქო თვითვმფრინავები ზიანდებოდა, ჯარს კვება სჭირდებოდა... და 36 მოლიონიანი ბიუჯეტის მქონე თავდავდაცვის სამინისტროს შეესივნენ და თანხების ანაზღაურებას სთხოვდნენ. სასამართლოს სასამართლოზე იგებდნენ. მოქკავშირი თავდაცვის ბიუჯეტის სეკვესტრებს ტაშს უკრავდა, არასამთავროები და მედია ხმის ჩახლეჩამდე კიოდა ჯარს შია, ჯარს არ აცვია ..... არა და ამ ჯარმა 98 დან 2003 წლამდე 5 სერიოზული პროვოკაცია ისე აღკვეთა კაციშვილს არ გაუგია. ანაც გაგება არ ისურვა.(გალში, ორჯერ კოდორში, ცხინვალში და ხევსურეთში.) სხვა პატარ პატარა არც ღირს გასახსენებლად....
33) ნაომარი და რამდენიმე ჭრილობიანი მინისტრი თავდაცვისთვის ნაყიდ 2 ცალ ჟანგიან ჯიპს გადააყოლეს.
34) დღემდე ტელევიზიები ტრანსგენდერების და ამგვარი იმბეცილებისის ბედით და პიარით უფროა დაკავებული ვიდრე ჩვენი.... ნაომარი და ომში დასახიჩრებული ვეტერანების ბედით....
35) დღეს ჯოს ჯოს ძახილია ვაჟკაცობა... ადრე ომში ჩუმად გაპარვა იყო.
კიდევ ჩავამატებ....
.............................................................................
პ.ს. სია გრძელია ამ ტკბილ-მწარე მოგონებების თუმცა რა აზრი აქვს კიდევ წერას? იმ წარსულს ვერ მოვაბრუნებთ და გამოვასწორებთ აწი... ვერ გავაცოცხლებთ იმ ომში და ომის მერე უსახსროდ, უოპერაციოდ და მედიკამენტების გარეშე დაღუპულ ბიჭებს....
ვერც იმ დროს ნევიჟუს გამკეთებელი საზოგადოების დამუნათება გამოასწორებს იმ დროინდელ ღალატს, ინდეფერენტულობას, გულგრილობას საკუთარი ქვეყნის მიმართ.
რომ ვთქვა ჩვენ ერი არ ვართო ვიღაც აუცილებლად შემეკამათება... მაგრამ როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთი იყო როგორიც დავწერე.... მაშინ იმ მცირე ნადვილი ქართველის , ნამდვილი ქართველო ვერ მაფიქრებინებს რომ ამ საუკუნეში ჩვენ ის ერი ვართ როგორიც ადრე ვიყავით.... ერთ ქვევრ ღვინოში ერთი ჭიქა ძმარი რომ ჩაასხა ისე კიარაა ჩვენი ერის საქმე.... აი, ერთ ქვევრში რომ ათი ვედრო ძმარი ჩაასხა კაცმა... ამ დღეშია ჩვენი ერი...
ერი რომლის ''პატრიოტები'' მტერს ტრაკჩახდილი ეჩვენებიან და ამით პატრიოტობას ამტკიცებენ... და ერი მათ პარლამენტის მანდატს აძლევს, ტევევიზიებში აპიარებენ და ტაშს უკრავს თუნდაც მცირე ნაწილი და ამავდროეულად მართლა ნაომარს, (თუნდაც ჩემზე ვიტყვი) შავ პიარს უგორებენ... ზოგს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ .. და ქვეყანაში ეს მოსული პონტია.... რაღაც მეეჭვება რომ ერი გახრწნილი არაა...
ვინმე მეტყვის? ომში დახეიბრებულ ჯარიკაცს რატომ უნდა უჭირდეს დღეს??
''ბიზნესმენებო''... მართლა არ შეგეძლოთ, ათ ბიზნესმენს ერთი ინვალიდის ოჯახი ფეხზე დაგეყენებინათ და მე ეს არ დამეწერა! (იქნებ არიან გამონაკლიდებიც ,.. მაგრამ მე არ მსმენია სამწუხაროდ. წერტილოვან მიგდებულ სამადლო დახმარებას არ ვგულისხმობ... ოჯახის ფეხზე დაყენებას ვგულისხმობ) არც ის მსმენია, რომ რომელიმე ბიზნესმენს ერთი საფლავის ქვა მაინც დაედგა ჩვენი დაღუპული გმირების საფლავზე....
ჩვენი, მამაკაცების თავი ჯანდაბას... უომარო ბიზნესმენებო!!! ნაომარ ქალებს მაინც დადგომოდით გვერდში! რა სიკვდილად გინდათ ამდენი ფული თუ მე ეს უნდა მეკადრებინა თქვენთვის! რად გინდათ ფული თუ სინდისთან ვერ ხართ მართალი! რაიმე დაგაკლდებოდათ??? ბევრი დაგაკლდებოდათ??
მგონი იმ დორბლიანის ბიძა მართალი იყო მთელ ერს რომ აგინებდა(((((
სწორედ ამიტომ წავაგეთ 2008ში ომი ისე მწარედ.... ორ დღეში... ვინ გადადებდა თავს, როცა იცოდა მისი ოჯახი შიმშილში მოკვდებოდა მისი სიკვდილის მერე....
კიდევ რამდენის თქმა მინდა(((
..................................................................
სამართლიანობისთვის დავამატებ... ბოლო 8 წელია ომში დაღუპულის ოჯახებს ღირსეული სუბსიდია 1000 ლარიანი დაენიშნა, ომის ვეტერანები დაზღვეულია არიან ღირსეულად და მედიკამენტების პრობლემაც უგვარდებათ! ჯანმრთელობის მხრივ კი მოუგვარეს პრობლემები. თუმცა კიდევ ბევრია საჭირო... დასაქმება, პენსიები.... და ბევრი რამ....

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ