10:43 13.04.2021
რუსეთი თურქეთთან ფრენებს დროებით აჩერებს

 რუსეთი 15 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით აჩერებს რეგულარულ და ჩარტერულ ავიარეისებს თურქეთის მიმართულებით.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიარეისები ასევე შეჩერდება თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით.

გოლიკოვას განცხადებით, ავიამიმოსვლას შეჩერება თურქეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას უკავშირდება.

გამონაკლისის სახით დაიშვება ავიარეისები, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსეთს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად იქნება დაორგანიზებული.

რუსეთს ხელისუფლება ურჩევს თავის მოქალაქეებს, ამ პერიოდში არ დაგეგმონ მოგზაურობა თურქეთში, ან უკვე ნაყიდი ბილეთები გადაცვალონ სხვა დროისთვის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge