დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

პანდემია - გამოცდა, რომელიც ვერ ჩავაბარეთ - ანტონიო გუტიერეში 13.04.2021 12:03

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლამ მულტილატერალიზმის წარუმატებლობა ცხადყო.

 

„პანდემიაზე სამართლიანი გლობალური რეაგირება და ეკონომიკური აღდგენა მულტილატერალიზმის გამოცდას წარმოადგენს. ჯერჯერობით ეს გამოცდა, რომელიც ჩვენ ვერ ჩავაბარეთ“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.

 

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ვაქცინაცია ამის ერთ-ერთ მაგალითია, ვინაიდან ვაქცინაციის დაახლოებით 75% მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაზე მოდის.

 

„ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ დაუწყია ჯანდაცვის მუშაკების და ყველაზე დაუცველი მოქალაქეების ვაქცინაცია. ვაქცინების გლობალური დეფიციტი საფრთხეს უქმნის ყველას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ჩვენ ყველასთვის და ყველგან ვაქცინებზე სამართლიანი წვდომა გვჭირდება“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ