დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

13 აპრილი ისტორიაში 13.04.2021 12:22

13 აპრილი როკ-ნ-როლის მსოფლიო დღეა.


13 აპრილს თომას ჯეფერსონის დაბადების დღეცაა. დღეს ამერიკელებს ბევრი მიზეზი აქვთ საზეიმოდ.


საზეიმო დღე არის ტაილანდსა და ნეპალშიც. აქ 13 აპრილს ახალ წელს აღნიშნავენ.


13 აპრილი სიხარულის დღე ყოფილა ჰენრი V- სთვის. 1111 წლის 13 აპრილს იგი წმინდა რომის იმპერიის გვირგვინოსან იმპერატორად აკურთხეს.


დიდი დღე გაუთენდათ 1598 წლის 13 აპრილს ფრანგ ჰუგენოტებს. მეფე ჰენრი IV-მ ნანტის ედიქტის საფუძველზე უფლება მისცა ჰუგენოტებს სადაც გინდათ იქ ილოცეთო. ამ ედიქტით დასრულდა რელიგიური ომები საფრანგეთში.

1814 წელს 13 წლის კარლ ვიტემ მიიღო ფილოსოოფიის დოქტორის წოდება. იგი დღემდე ყველაზე ახალგაზრდა დოქტორად ითვლება ისტორიაში.


რწმენის თავისუფლება მისცეს ინგლისელ კათოლიკებსაც. 1829 წლის 13 აპრილს ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილებით კათოლიკების დევნა-შევიწროება შეწყდა.


1923 წლის 13 აპრილს ლონდონში უემბლის სტადიონი გაიხსნა.


1967 წლის 13 აპრილს დიდი დღე გაუთენდა როკის მოყვარულებს და არა მარტო მათ, საბჭოთა ბანაკის ქვეყანაში. ვარშავაში The Rolling Stones -ის კონცერტი გიმართა.


1970 წლის 13 აპრილს კოსმოსში „აპოლო 13“ აფეთქდა, თუმცა მშვიდობით დაბრუნდა დედამიწაზე.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ