დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თუ პუტინი მოვა, მე დავიცავ ჩემს სახლს ოდესაში- ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან 13.04.2021 13:50

პირველ რიგში, საქმე ეხება უკრაინის დაცვას. ყოველი ჩვენგანი იპოვის ისეთ მეთოდს, როგორ დაიცვას ქვეყანა, უკრაინის სახელმწიფო, როგორ დაიცვას საკუთარი სახლი. კიდევ ერთხელ ვამბობ: მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი ჩემს სახლთან მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია - ამის შესახებ საქართველოს ექს - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმარუსეთის რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ ეთერში ისაუბრა.

 

მისი თქმით, ისინი, შეძლებენ და მონახავენ მეთოდებს, თუ როგორ დაიცვან საკუთარი სახლები.

 

"საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მე უფრო რეფორმების გატარებაზე, ქვეყნის რეფორმირებაზე ვფიქრობ... და არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატს ხელი ვტაცო და ვიღაცას ვესროლო... ეს, საერთოდ, ყველაზე კოშმარული სცენარია.


ჩვენ რეფორმები უნდა გავატაროთ, რათა უკრაინის დემოკრატია საკუთარი ხალხის მტერი არ იყოს. ასევე უნდა ველოდოთ იმ მომენტსაც, როცა რუსი ხალხი, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, რომ საჭიროა დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს. დემოკრატიული ქვეყანა კი სხვისი ტერიტორიის მიმტაცებელი არ უნდა იყოს. აი, მაშინ უკვე რუსეთში ცვლილებები განხორციელდება, ისინი სწრაფად დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს - საქართველოში აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, უკრაინაში - ყირიმს და დონბასს, მოლდოვაში - დნესტრისპირეთს..."- აცხადებს სააკაშვილი.

 

რა ბედი ელოდებათ უკრაინის მოქალაქეებს? თქვენ ვარაუდობთ, რომ დონბასს ექნება ფართო ავტონომია ისე, როგორც ეს მინსკის შეთანხმებაშია ჩაწერილი? საქართველოს ექს - პრეზიდენტი პსაუხობს, რომ "არაფერს ვვარაუდობ. ვთვლი, რომ მინსკის შეთანხმებები აპრიორულად მკვდარია, რადგან ის დოკუმენტებზე ხელი უკრაინას ავტომატის ლულის ქვეშ მოაწერინეს. დასავლეთს იმ დროს უკრაინის ბედი არ აღელვებდა, ქვეყანა ძალიან სუსტი იყო. იმ დროს პეტრო პოროშენკო ამაზე დათანხმდა, რასაც მოჰყვა ჯერ ილოვაისკის, შემდეგ კი დებალცევოს შედეგები. მაშინ ზუსტად იგივე სიტუაცია იყო, როგორშიც1990-იან წლებში ედუარდ შევარდნაძე ჩავარდა აფხაზეთში: ყოველი დამარცხების შემდეგ - ჯერ გაგრაში (რუსეთის საზღვართან), შემდეგ კი სოხუმთან - იგი ხელს აწერდა რუსეთთან შეთანხმებებს. უკრაინაშიც ისე ხდებოდა. ჯერ დაგამარცხებენ, შემდეგ ხელს შეთანხმებაზე გაწერინებენ.


მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. მაშინ აშშ-ში ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იყო, ახლა ჯო ბაიდენია პრეზიდენტი. ბარაკ ობამა მაშინ ამბობდა, რომ ნატო უკრაინისთვის არ იომებსო. უკრაინა იძულებული იყო მინსკის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ჯო ბაიდენი კი უკრაინას ამას არასოდეს არ ეტყვის. (...) ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის: თუ დაინახავს, რომ ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან პასუხის გასაცემად, მაშინ გაჩერდება. პუტინზე სხვა არაფერი მოქმედებს. SWIFT-ს გამოურთავენ? არაფერია, ფულს ჩემოდნებით გადაზიდავენ, კონტრაბანდით, სხვა გზებით... მე მახსოვს, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, როცა ქართულ ღვინოზე ემბარგო იყო დაწესებული, კრემლში ჟურნალისტებს კონტრაბანდულ ქართულ ღვინოს სთავაზობდნენ. მეტსაც გეტყვით: ვლადიმერ პუტინი თავის დაბადების დღეზე ქართულ ღვინოს უკვეთავდა მოსკოვის რესტორან „გენაცვალე“-ში, სერგეი ლავროვთან და სერგეი ივანოვთან და სხვებთან ერთად. ამიტომაც ვამბობ, რომ მას პირადად პრობლემები არ ექნება. თუმცა რუსეთის პრეზიდენტს სიტუაცია ბოლომდე არ ესმის: მას სურს ჯო ბაიდენიც ერთ ადგილზე მოაჯინოს..."- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ