დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

Logista.ge - კონტეინერების დაზღვევის ინოვაციური პლატფორმა თიბისი დაზღვევისგან 13.04.2021 16:52

თიბისი დაზღვევა უნიკალურ შესაძლებლობებს ამჯერად ბიზნეს სექტორს სთავაზობს. კომპანიამ კონტეინერების დაზღვევის სრულად ციფრული პლატფორმა - logista.ge შექმნადღეიდან ლოჯისტას საშუალებით ფორვარდერებსა და საზღვაო ხაზებს შორის არსებული პროცესების გადაწყვეტა სადაზღვევო მენეჯერის ჩართულობის გარეშე მოხერხდება.


თიბისი დაზღვევა უწყვეტად აგრძელებს მაქსიმალურად მოქნილი, თანამედროვე და ციფრული სერვისების დანერგვას, რიმელიც მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ახალი პროექტი ბიზნესების მუშაობის პროცესს მეტ ეფექტურობასა და პროდუქტიულობას მატებს, რაც პროცესების ნაკლებ დროში შესრულებითაა განპირობებული.


პლატფორმის საშუალებით ფორვარდერი თავიდან აირიდებს საზღვაო ხაზებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების ყოვეწლწლიური გაფორმების პროცესს და ამ პროცესებთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს ციფრულად მოაგვარებს. იქნება ეს თავად საზღვაო ხაზთან დაკავშირება, პოლისის გაფორმება, პოლისის თანხის გადახდა, თანამშორმლების დამატება პორტალზე, თუ რეპორტებისა და ინვოისების წარმოება და მათი დაგენერირება.


Logista.ge მომხმარებელს მეტ კომფორტს, ნაკლებ დროში სთავაზობს.


კონტეინერების დაზღვევის პლატფორმაში ჩართვა ძალიან მარტივია:


ამისათვის საჭიროა, ფორვარდერმა გამოხატოს პლატფორმაში ჩართვის სურვილი, რისთვისაც თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზს უნდა დაუკავშირდეს. რის შემდეგაც, თიბისი დაზღვევა მას კონტეინერების ციფრულ პლატფორმაზე (ვებგვერდზე) დაარეგისტრირებს. ვებგვერდის საშუალებით, მომხმარებელი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით უკავშირდება სასურველ საზღვაო ხაზს და სადაზღვევო პოლისის გამოწერისათვის მხოლოდ 17 წამი სჭირდება.


პლატფორმით სარგებლობისათვის დაგვიკავშირდი ნომერზე:  242 22 22


ან დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://www.logista.tbcinsurance.ge/

 

(R)

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ