მხარდამჭერებსა და კეთილის მსურველებს მოწიწებით მოგმართავთ - მხნედ და ყოჩაღად იყავით, ბრძოლის მუხტი გავზარდოთ და მეტად გავზარდოთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, უფრო სწორად ყველა ჩვენს ადგილას დავდგეთ და ეს უკვე ერთმანეთის მხარდაჭერა იქნება“- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
„გასაგებია, რაც ხდება...
დღეს ჩემი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ივანიშვილის ადიუტანტები საჯაროდ და უცხოელ პარტნიორებთან ხომ ვერ აღიარებდნენ, რომ მათი პოლიტიკური ოპონენტი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაშვებინეს?!
ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათი პროპაგანდა, თითქოს სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოა დეზინფორმაციის დონეზეც აღარ იარსებებდა.
ასევე, სასამართლოს ინიციატივით დღეს ჩემს გათავისუფლებას ივანიშვილის მორჩილები პოლიტიკურ კომპრომისად ვერ გაასაღებდნენ. შესაბამისად, უცხოელებს ვერ ეტყოდნენ, რომ მელია დავთმეთ და ახლა ოპოზიციამ დათმოს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge