20:41 13.04.2021
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს სახელწმიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ს სახელწმიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ დავით ზალკალიანი საკუთარ Twitter გვერდზე წერს:

 

„შესანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის შესახებ. აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ველით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის" - წერს დავით ზალკალიანი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge