დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

ყოჩაღ, მეტი მიტინგი, რაც შეიძლება მეტი ხალხით, გავშალოთ ჭირის და ლხინის სუფრები, ვსვათ ვახტანგურად და ვპროშნოთ ერთმანეთი - ოთარ ჩრდილელი 13.04.2021 23:28

წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი კომენტარს აკეთებს საქართველში ინფიცირების მასშტაბის ზრდის გამო და წერს:
ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
არანაირად არ გავჩერდეთ:
გავშალოთ ჭირის და ლხინის სუფრები, ვსვათ ვახტანგურად და ვპროშნოთ ერთმანეთი.
დავესწროთ ფეხბურთს, რაგბს, კალათბურთს, ჭიდაობას, კოჭაობას, ჯიბის ბილიარდსა და რაც მთავარია არანაირი არ არსებობს, არ გავიკეთოთ პირბადე და არ დავიცვათ დისტანცია. არ გავიკეთოთ…
ყოჩაღ, მეტი მიტინგი. რაც შეიძლება მეტი ხალხით…ყველა მხრიდან…
არ გავჩერდეთ, არ ამოვასუნთქოთ მედიცინის მუშაკები!
კენტ რიცხვებში ვაგინოთ ლუწში ვადიდოთ!
რაც კარგები ვართ  ქართველები ვართ
ჯოს! ჯოს! ჯოს!“ – წერს ოთარ ჩრდილელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ