დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დამშვიდდით, გიჟებო! წერეთ, რამდენიც გინდათ! მე გემრიელად დამეძინება! თქვენ კი სატანასთან მიბრძანდით, ალქაჯების მეჯლისზე! - რობერტ სტურუა 13.04.2021 23:55

დიდმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთი შეხედვით ზოგადი ფრაზა: „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!„, წერს რობერტ სტურუა. ამ სტატუსს საზოგადოების დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. უმეტესი ნაწილის პოზიცია ასეთია: „ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა! ხელს ნუ დააფარებთ მოძალადეს! სირცხვილია!“.

 

სხვადასხვა კომენტარს რობერტ სტურუა ასე პასუხობს:

 

წინათ, ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!
P.S.
სხვათაშორის ჯონი დეპმა მოიგო საქმე! საზიზღარმა მოძალადემ!
საერთოდ გამაგდეთ, მიბაძეთ თქვენ მთავარ მოძალადე მიშამაგარიას, აი, ვინ ცემდა ქალებს! იმ უმწიკლო ქალწულებს კი ეს მოწონდათ! 

დამშვიდდით, გიჟებო! წერეთ, რამდენიც გინდათ! მე გემრიელად დამეძინება! თქვენ კი სატანასთან მიბრძანდით, ალქაჯების მეჯლისზე! არ დაიგვიანოთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ