დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

რამზან კადიროვი ალექსეი ნავალნისთვის ყურანის გადაცემის წინააღმდეგია 14.04.2021 11:28

ჩეჩნეთის პრეზიდენტი,  რამზან კადიროვი  კოლონიის ხელმძღვანელობას, სადაც ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის, მოუწოდებს, რომ რუს ოპოზიციონერს ყურანი არ გადასცენ.

 

"ის მტერი და გამყიდველია, რომელმაც გაყიდა თავისი სამშობლო და მზადაა ნებისმიერი პროვოკაცია განახორციელოს, მხოლოდ იმისთვის, რომ თავის საცოდავ პერსონაზე ყურადღება მიიქციოს“ ,-აცხადებს რამზან  კადიროვი

კადიროვის თქმით, ალექსეი ნავალნის ისლამოფობიურ ხედვებსა და ასევე მის ცხოვრების სტილს არაფერი საერთო არ აქვს ისლამთან და ნავალნის უფლება არ უნდა მიეცეს "ჭუჭყიანი ხელებით ყურანს შეეხოს".

 

13 აპრილს რუსმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ვლადიმირსკის ოლქის კოლონიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმის გამო, რომ მას არ აძლევენ ყურანს, რომლის შესწავლასაც აპირებდა.

"დაპატიმრებისთანავე მე შევადგინე სია თვითგაუმჯობესებისთვის რის გაკეთებას ვაპირებდი პატიმრობისას," - აცხადებს ნავალნი, მისი თქმით, ამ სიაში შედიოდა ყურანის წაკითხვაც იმისთვის, რომ უკეთ გაეგო ისლამისა და მუსლიმებისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამას მოითხოვს მისი, როგორც ქრისტიანის განვითარებაც

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ