დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

14 აპრილი ქართული ენის დაცვისა და დედაენის დღეა 14.04.2021 11:42

1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ ათასობით ადამიანი დაიძრა. საქართველოს მოსახლეობამ არ მისცა საშუალება საბჭოთა კავშირს, საქართველოში ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა გაეუქმებინა.

 

ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.

 

”უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ,” – იგონებდა ედუარდ შევარდნაძე.

 

ამ მოვლენის უკვდავსაყოფად 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ყოველ წელს დედა ენის ძეგლთან დედა ენის ბაღში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ