დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

უკრაინის მწუხარებას, რომ მათ სააკაშვილი ჰყავთ ნამდვილად ვერ გავიზიარებ - ლევან ნიკოლეიშვილი 14.04.2021 12:15

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"მე დავიცავ ჩემს სახლს, თუ პუტინი მოვა. ჩემი სახლი კი ოდესაშია"-ამბობს საქართველოდან გაქცეული და საქართველოს მოქალაქეობის უარმყოფელი ავანტურისტი სააკაშვილი!


სახლის და სამშობლოს დაცვა, როგორც იცის სააკაშვილმა მთელმა მსოფლიომ იხილა 2008 წელს, განსაკუთრებით მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი როგორ შეატოვა დაცვას, ჯერ როგორ გარბოდა, მერე მიწაზე გართხმული, როგორ იყურებოდა, ესეც გვახსოვთ ალბათ... მერე კი ამართლებდნენ მისიანები და მისნაირები-ზოგი ამბობდა წაიქცაო, ზოგი დაცვამ წააქცია შემთხვევითო, მაგრამ გაქცევის სტარტი ხომ ნაღდად მისი იყო ?!


ისე, ნახეთ კიდევ რას ამბობს, რამე რომ იყოს მე უფრო რეფორმები მეხებაო- „საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მე უფრო რეფორმების გატარებაზე, ქვეყნის რეფორმირებაზე ვფიქრობ... და არა მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატს ხელი ვტაცო და ვიღაცას ვესროლო...“-მანდამაინც ომში ჩემ იმედზე ნუ იქნებითო, მე რეფორმები მეხებაო... ნაღდად ეგრეა, თქვენც-უკრაინელებმა თუ არა ვინ იცის სააკაშვილის რეფორმებმა როგორ ააშენა და დაამშვენა თქვენი ქვეყანა!


რაო, რაო ამერიკელებმა, ქათმებში გაგვცვალესო? ... ერთი შეხედვით, თითქოს ბევრ სისულელეს და გაუაზრებელს ამბობს, თუმცა რეალურად ეს მისი სტილია-უცნაური-ავანტურისტული და ბრიყვულ-მავნებლური!


ერთპარტიულ ოპოზიციას და მის მცირე მომხრეებს კი ისევ სჯერათ და ეშინიათ მისი? ვინც იძახის ჩემი სახლი ოდესაშიაო? საქართველოში კი რა არის მისთვის ძვირფასი-არეულობა და რყევები, დესტაბილიზაცია და კრიზისების მოწყობა? თქვენი როლი კი რა არის ამ სცენარში?!


აი, უკრაინას კი ცხადია, ბევრ რამეში თანავუგრძნობ, მაგრამ მათ მწუხარებას, რომ სააკაშვილი ჰყავთ ნამდვილად ვერ გავიზიარებ..."- წერს ის.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ