დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სიბნელეა, როცა 21-ე საუკუნეში აცრის მნიშვნელობაზე უნდა ელაპარაკო ხალხს - ამირან სალუქვაძე 14.04.2021 13:37

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ეხმაურება:

 

"პანდემიის შესახებ რამდენიმე თეზისი:

1000-ზე მეტი დაინფიცირებული ნიშნავს, რომ სერიოზული აფეთქების საფრთხის წინაშე ვდგავართ.

თავი შეიკავეთ ანტიპროპაგანდისგან!

ვინც გამომიგზავნით რაიმე ვიდეოს ან სტატიას პანდემიის არარსებობის შესახებ, ვინც არ უნდა იყოთ, დაგბლოკავთ.

ვინც მავნე პოსტებს ან კომენტარებს წერთ, ისინიც შეიზღუდებით.

სიბნელეა, როცა 21-ე საუკუნეში ხალხს იგივე უხსნა, რომ ქოლერა, შავი ჭირი, ჩუტყვავილა და ათასი უბედურება არსებობს.

სიბნელეა, როცა 21-ე საუკუნეში აცრის მნიშვნელობაზე უნდა ელაპარაკო ხალხს.

არავინ გახვევთ თავზე არც აცრას, არც იმას, დაიჯერებთ თუ არა, სხვებს ნუ ებრძვით, სხვებს ნუ უკეთებთ აგიტაციას, ნუ მავნებლობთ!


შეეხო ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს უამრავ ნაცნობს. რა მორალით უნდა მელაპარაკოს ვინმე და მიმტკიცოს საწინააღმდეგო, რა მორალით მიგზავნით ამ ბნელ ვიდეოებს?

ათასობით მოქალაქე დაგვეღუპა.

იქნებ გაიაზროთ რა ხდება საავადმყოფოებში მთელი ამ წლის განმავლობაში?! ნაცნობი ექიმები არ გყავთ? სთხოვეთ ექსკურსია, ნახეთ შორიდან მძიმე კოვიდსაავადმყოფები.

ნახეთ რა ხდება მსოფლიოში. ნუ ფიქრობთ, რომ სხვაზე მეტი ცოდნა გაქვთ, გაგიჟდა მსოფლიო და მხოლოდ თქვენ ხედავთ ვაქცინების დაგვიანებას აპროტესტებდნენ, ახლა არჩევანია. არ გსურთ, ნუ გაიკეთებთ. სხვას ნუ მოუწოდებთ იგივეს.


ორი ვარიანტია: ან დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ნორმალურად ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, ან იმაზე უარესი მოხდება, ვიდრე შემოდგომით იყო და რა მოუვა ეკონომიკას, რა დღეში ჩავარდება საავადმყოფოები, ნახავთ.


საწინააღმდეგო მოსაზრების კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. რისი ახსნაც შემეძლო, ავხსენი შარშანდელ ვრცელ სტატიაში. ყველამ წაიკითხეთ. ვისაც გაგების სურვილი ჰქონდა, გაიგო. დანარჩენს თავზე არ გახვევთ, ნურც თქვენ მომახვევთ, ნურც საზოგადოებას მოახვევთ, სხვებს ნუ უქმნით საფრთხეს."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ