დღე: 24

ღამე: 11

USD 2.671

EUR 2.8387

„როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ ინიციატივით, რუხის საავადმყოფოს რენდგენის აპარატი გადაეცა 14.04.2021 14:50

12 აპრილს, „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორმა“, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს რენდგენის პორტატული აპარატი უსასყიდლოდ გადასცა.

 

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, დღეისათვის, ემსახურება როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, ასევე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ კლინიკას მხოლოდ სამედიცინო დატვირთვა არ გააჩნია.

 

„დღეს, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან,  „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორისგან“, ციფრული პორტატული რენდგენის აპარატი გადმოგვეცა. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, რაც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების დიაგნოსტიკას. რენდგენის აპარატის გადმოცემა ნამდვილად დროული და საჭირო იყო კლინიკისთვის, რაც,  შემდგომში, ექიმებს სწორ დიაგნოსტირებაში დაეხმარება“, - განაცხადა რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს მმართველმა, - დავით შონიამ.

 

ღონისძიებას ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის’’, რუხისა და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს და „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის'' ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: კლუბის პრეზიდენტი, წევრები, - ბაშარ ასფური და მიხეილ ჩანტლაძე, ზუგდიდის მერი - გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია და მისი მოადგილე, - ნინო ვიბლიანი;

 

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტმა, - ივეტა ჭელიშვილმა განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება, აღნიშნული კლუბის საქმიანობის პრიორიტეტია.

 

როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ავირჩიეთ სამედიცინო სერვისების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება. ამ კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა როტარი კლუბებთან პარტნიორობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, ასევე, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგთან თანამშრომლობით, ჩვენ, გლობალ გრანტის პროექტის ფარგლებში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ციფრული პორტატული რენდგენის აპარატი გადავეცით. ეს პროექტი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან, აღნიშნული საავადმყოფო ემსახურება არამხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, არამედ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებს“, - განაცხადა ივეტა ჭელიშვილმა.

 

 

როგორც „როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის“ პრეზიდენტი აანონსებს, მსგავსი მიმართულების აქტივობები სამომავლოდაც იგეგმება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ