დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

პასუხი პატრიარქს, ყოფილი მედავითნის, მგალობელისა და დეკანოზის შვილისაგან: ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას - დავით ქართველიშვილი 14.04.2021 20:46


დავით ქართველიშვილის პოსტი:

 

პატრიარქის მოწოდება ყოფილი მედავითნის, მგალობელისა და დეკანოზის შვილისადმი:

"მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას".

პასუხი პატრიარქს, ყოფილი მედავითნის, მგალობელისა და დეკანოზის შვილისაგან:

"დღევანდელ ღამეს ვათევთ აქ. ხვალ დილის 8 საათიდან გადაავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, არ ექნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის პიკეტირებას, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში”.

ადეკვატურობას, არაკატეგორიულობას, შემდგომი ესკალაციისაგან თავის არიდებას, პატრიარქის მოწოდებისადმი მორჩილებას თუ ამჩნევთ ვარლამ გოლეთიანის პასუხში? თუ ანტი/საპატრიარქო ძალების თამაშებში დაჩქარებული ტემპით ჩაბმას? რატომ არ მიკვირს?

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ