დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა (ფოტო) 15.04.2021 12:32

უკრაინის პოპულარული გამოცემა „სტრანა“ («Страна») აქვეყნებს სტატიას სათაურით „ორი „ხატა“ მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა“, რომელშიც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასსრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონებრივი მდგომარეობაა გადმოცემული, კერძოდ, საცხოვრებელი სახლებისა და მიწების ფლობის თვალსაზრისით (ავტორი - ვარვარა კვიტკა).

 

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ჩანს, სერიოზულად და დიდი ხნით გადაწყვიტა უკრაინაში დაფუძნება. როგორც გავარკვიეთ, მიმდინარე წლის დასაწყისში მსოფლიო სახელის მქონე ქართველ/უკრაინელ პოლიტიკოსს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მამული შეუძენია.

 

და კონკრეტულად სად, არ იკითხავთ? სად და მდინარე ხოროლის ნაპირზე, საკურორტო ქალაქ მირგოროდთან ახლოს.

 

ჩვენმა კორესპონდენტებმა მოიპოვეს ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი იანვარში მირგოროდიდან 7 კილომტრის მოშორებით, რიბალსკოეს დასახლებაში 36,5 მეასედი მიწის ნაკვეთი უყიდია. კიდევ ერთი ამდენივე ფართობის მქონე ნაკვეთი მას იქვე უფრო ადრე შეუძენია. მიხეილ სააკაშვილის ნაკვეთზე ამჟამად ორის სახლი დგას, რომლებიც ასევე მის სახელზეა გაფორმებული. 

თუ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით ვიმსჯელებთ, სახლები თანამედროვე ვილებს კი არ წარმოადგენენ, არამედ პოლტავის მხარისათვის დამახასიათებელ ტრადიციულ საცხოვრებელ სახლებს („ხატა“ - უკრაინულად).

 

მიხეილ სააკაშვილის „ხატა“-დან პირდაპირ შეიძლება მდინარის ნაპირზე გასვლა. ხოროლი ამ ადგილზე ძალიან განიერი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ლამაზია, ნაპირები ზოგან ისლითა და ლელით არის დაფარული.

 

როგორც უძრავი ქონების გაყიდვის განცხადებებში აღნიშნული, მსგავსი სახლები, რომელიც ქართველ პოლიტიკოსს აქვს ნაყიდი, მაინცდამაინც ძვირი არ ღირს, სადღაც ერთი საკმაოდ კარგად ნახმარი უცხოური ავტომანქანის ფასი - 10-დან 15 ათას დოლრამდე, მაგრამ ამ ნაკვეთებზე შეიძლება ახალი სახლების აშენებაც, რაც, ალბათ, მიხეილ სააკაშვილს აქვს განზრახული.

 

რამ განაპირობა მიხოს არჩევანი, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.. თუმცა, თუ გავიხსენებთ, იგი მირგოროდში ადრეც იყო ჩასული და ფეისბუქის მეგობრებს ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის სურათებს აჩვენებდა. დავით გურამიშვილს აქ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მამული ჰქონდა და გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივ  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.

 

სხვათა შორის, უძრავის ქონების რეესტრში გაჩნდა იმის მონაცემებიც, რომ თავის ოდესურ პენტჰაუსში, ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღლივი შენობის სახურავზე (სხვენში) მიხეილ სააკაშვილს მოხუცი დედა გიული ალასანია ჩაუწერია. მხედველობაშია საცხოვრებელ კორპუს „ჟემჩუჟინა-25“--ის ბოლო სართულზე არსებულ ბინა, რომელიც მუსკომედიის თეატრთან ახლოს მდებარეობს. 

 

ასევე დედამისზე და თვითონ მიხოზეა გაფორმებული კიევის ახლოს სოფელ ლესნიკში მდებარე სახლი (ვილა). დროდადრო იქ სამუშაოები მიდის, ტერიტორიას აფართოებენ და სახლს რეკონსტრუქციას მოდერნის სტილით უკეთებენ.

 

მკითხველებს შევახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ვილაში მისი ახალი უკრაინელი მეგობარი ქალი ცხოვრობს.

 

წყარო: https://strana.ua/articles/private-life/328127-saakashvili-kupil-pomeste-pod-mirhorodom.html

----------------------

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ