დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხომალდი ტიტანიკი, რომელსაც ეგვიპტის ფარაონის პერიოდის მუმია გადაჰქონდა, 15 აპრილს ჩაიძირა 15.04.2021 13:20

ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. ტიტანიკი 1912 წლის 14 აპრილს 22:40წთ-ზე აისბერგს შეეჯახა ხოლო 15 აპრილს 2 საათსა და 20 წუთზე ჩაიძირა რამაც 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.


აღსანიშნავია, რომ ტიტანიკს გადაჰქონდა ეგვიპტის ფარაონ ამენხოტეპ I-ის მმართველობის პერიოდის მუმია. არსებობს ლეგენდაც, რომ ტიტანიკის კატასტროფა ეგვიპტური მუმიის ბრალი იყო. მუმია ამონ-რას ქურუმისა იყო, რომელიც 3000 წლის წინ ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, აღმოჩენისთანავე (1890-იანი წლები) მთავარ არქეოლოგს პრობლემები შეექმნა და მისი ცხოვრება უკან წავიდა. მუმია ბრიტანეთის მუზეუმს გადასცეს და ამის შემდეგ მნახველები და მომსახურე პერსონალი ხშირად ყვებოდნენ მისტიურ მოვლენებზე. საბოლოოდ ის ჟურნალისტ ულიამ ტომას სტედის ხელში მოხვდა, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია მითქმა-მოთქმას და ჩუმად აიტანა “ტიტანიკზე”. მგზავრებს კი ავბედითი ღამის წინა დღეს გააცნო ეს ეგზოტიკური სუვენირი.


დღესდრეობით კი, აღნიშნულ ისტორიული კატასტროფის ნაშთის სრული განადგურება ემუქრება, ვინაიდან მასზე ახალი სახეობის ბაქტერია აღმოაჩინე. ეს ბაქტერია ტიტანიკის ლითონს ”ჭამს”. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახის ბაქტერია მანამდე არასოდეს აღმოუჩენიათ ისეთი სიღრმის წყალში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ