15:55 15.04.2021
მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.8 მილიონ ადამიანს უტარდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 154 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 832 მილიონამდე დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 5.4%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

 

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 18.8 მილიონ ადამიანს უტარდება. აშშ-ში ვაქცინის 194 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 175 მილიონი, ინდოეთში 114 მილიონი, ევროკავშირში კი - 101 მილიონი.

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 54.8% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 26%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 23%-ით, მეოთხე ადგილზე მაროკოა, სადაც მოსახლეობის 11%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge