დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტეფაქტები, რომლებსაც მეცნიერები ვერაფრით ხსნიან 15.04.2021 16:33

არქეოლოგიის სამეცნიერო სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ახალი აღმოჩენა, ხან უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე უკვე არსებულ საიდუმლოზე პასუხს იძლევა. მაგრამ, ამ სფეროს გარეშე, ბევრი რამ არ გვეცოდინებოდა ჩვენი წარსულის შესახებ. აქ კი, იდუმალებით ყველაზე მეტად მოცული არტეფაქტების ნაკრებს წარმოგიდგენთ:

I. უძველესი გაჯეტები


ეს აღმოჩენა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სრულიად შემთხვევით გააკეთა. ის მისსავე მიერ გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა და ერთ–ერთ სურათზე, მეტად უცნაური ნივთი შენიშნა.
საქმე იმაშია რომ მან, პოლ გეტის ხელოვნების მუზეუმის (ლოს-ანჯელესი) საცავში შენახული, ძვ. წ. დაახლოებით, II ს. შექმნილი ბარელიეფების 
ფოტოები გადაიღო და მხოლოდ 2 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ერთ ბარელიეფზე გამოსახულ გოგონას ხელში ნოუთბუქის მსგავსი რამ უკავია, თან USB–პორტებით.


II. ვენეციელი ვამპირი

2011 წ. მსოფლიოს საოცარი და იდუმალი აღმოჩენა წარუდგინეს, რომელიც კ. ნუოვოზე, ვენეციიდან 3 კმ-ს დაშორებით აღმოაჩინეს. ეს 60–65 წლის ქალის თავის ქალა იყო, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა. გასაკვირი კი ის არის, რომ დასაფლავების დროს, მას პირში აგური ჩაუდეს. ეს რიტუალი ძველ ისტორიულ წყაროებში აღწერილია, მაგრამ მეცნიერებს, მსგავსი ფაქტის შესწავლის შესაძლებლობა პირველად მიეცათ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი ვამპირად მიიჩნიეს. ხოლო, შუა საუკუნეებში, ვამპირების ისე ეშინოდათ, რომ სიკვდილის შემდეგ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მათგან ცოცხალთა სამყარო დაეცვათ, თუნდაც პირში აგურის ჩადებით.


III. ქვის ხანის გვირაბები


XX საუკუნეში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შოტლანდიიდან – თურქეთამდე, მეცნიერებმა და მოყვარულმა არქეოლოგებმა, სხვადასხვა ფორმის და სიგრძის გვირაბები აღმოაჩინეს. რომელიც დაახლოებით, 12 ათასი წლის წინ არის გაყვანილი. რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. 

IV. უძველესი სალამური

ეს ძალიან იშვიათი და რაც მთავარია, უნიკალური აღმოჩენა გერმანელ არქეოლოგებს ეკუთვნით. პალეოლითი სადგომის შესწავლის დროს, რომელიც, დაახლოებით, 14–12 ათასი წლით არის დათარიღებული, მათ ერთ–ერთ გამოქვაბულში, მამონტების ძვლების გროვაში, რამდენიმე ძვალი იპოვეს, რომლებზეც, თანაბარი დაშორები, ნახვრეტები იყო გაკეთებული.

იმ პერიოდში, ადამიანი ბურღვის ხელოვნებას მხოლოდ ეუფლებოდა, მაგრამ ნახვრეტები ლამაზად და მონდომებით იყო გაკეთებული. გამოდის, რომ მუსიკის ჰანგები, ქვის ხანაში უკვე ცნობილი იყო. ხოლო ნოტები, მხოლოდ X–XI საუკუნეში შეიქმნა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ