დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

სულ რამდენი ადამიანი დაჯარიმდა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 15.04.2021 17:49

2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ - ვუჰანში  ახალი კორნონავირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ქვეყნის მიერ მკაცრი საკარანტინე ზომების მიღების მიუხედავად, ვირუსი  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მალევე გავრცელდა, რის შედეგადაც, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.

 

2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსის შესახებ მსოფლიოშიც ძალიან ცოტა რამ იცოდნენ  და ჩვენს ქვეყანაშიც ინფიცირებულების რიცხვი მატულობდა, იმ დროისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როგორც ვიცით, საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმია, რომლის დროსაც იზღუდება ადამიანის უფლებები და იზრდება აღმასრულებელი შტოს უფლებამოსილებები. ის ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სამხედრო გადატრიალება,  ბუნებრივი კატასტროფა, ეიპიდემია და მსგავსი შემთხვევები.

 

თუმცა, ქვეყანაში ეპიდ - ვითარების დასასტაბილურებლად არც ეს აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, 2020 წლის 31 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა, რომელიც  21:00 საათიდან 06:00 საათამდე კრძალავდა როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებას.

 

როგორც მსოფლიოში, ასევე, საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომენდანტის საათი დღესაც ძალაშია. მას ეპიდემიოლოგები და ასევე, ჯანდაცვის მინისტრიც, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლო შემაკავებელ საშუალებად ასახელებენ.

 

კომენდანტის საათის დროს დაშვებულია შესაბამისი საშვებით გადაადგილება, რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობის ცხელი ხაზი -114 გასცემს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აკონტროლებდა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევას.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, სულ რამდენი ადამიანი დაჯარიმდა 2020 წლიდან (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან) დღემდე და შსს -დან აღნიშნული ინფორმაცია გამოითხოვა.

 

2020 წლის 23 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42¹⁰ ("იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა") მუხლის გამოვლენილი   სამართალდარღვევის სულ 4 556 ფაქტი გამოავლინა.

 

აქედან ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში გამოვლინდა - 1296

აჭარა -  569

ქვემო -ქართლი - 535

კახეთი - 474

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 435

მცხეთა-მთიანეთი - 340

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 295

შიდა ქართლი - 257

გურია - 186

სამცხე-ჯავახეთი - 169

 

 

2021 წლის  (იანვარი-თებერვალი) განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამართალდარღვევის სულ 5 858 ფაქტი გამოავლინა.

აქედან, ყველაზე მეტი ფაქტი  2690 თბილისში გამოვლინდა.

ქვემო ქართლი- 627

აჭარა - 593

კახეთი - 443

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 348

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 345

სამცხე-ჯავახეთი - 303

შიდა ქართლი - 227

გურია - 171

მცხეთა-მთიანეთი - 111

 

 

შსს-ს მონაცემებით ირკვევა, რომ 2020 წლიდან დღემდე, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სულ 10  414 ადამიანი დაჯარიმდა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ