დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ვნახე მე თქვენი აშენებული საქართველო! აირია ქვეყანა და ქარხანა-ფაბრიკები ჯართად გაზიდეთ თურქეთში, ახლა ტყუილები, რაც მაგ აქციაზე ჟღერდება - დავით ახრახაძე 15.04.2021 21:15

დავით ახრახაძის ბლოგი:
ამას ქვია პროვოკაცია! ასეთ პროვოკაციის გამო! იმ ტყუილების გამო რაც მაგ აქციაზე ჟღერდება... იმ არარეალური ფანტასტიკის გამო რითაც ხალხი გამოყავთ აქციაზე , იმ ტვინის გამორეცხვის გამო რიტაც ხალხის მოტყუება შეძლეს, იმ შეურაცხობების გამო რასაც ქვეყნის განვითარების მომხრეებს გვაყენებენ, იმ რამდენჯერმე პარალიზებული ქუთაისის გამო...... აი ასეთი უნამუსობების გამო არ ექნება ამ ხალხს ჩემი და ბევრი ჩემნაირის მხარდაჭერა! დანარჩენი ახლა პუნქტობრივად;
1) ტყუილია, რომ 6.2 ცენტია ტარიფი (მეკამათეთ ვისაც გინდათ)
2) ტყუილია, რომ კარვები ვიღაც ქალის საკუთრება! (აგერ ქვითარი იხილეთ ქვევით)
3) ტყუილია, რომ ლეჩხუმის 80% დაიტბორება (ამ ჭორით დააშინეს იქაური ხალხი, ლიდერებმა)
4) ტყუილია, რომ თურქეთს მიყიდეს ტერიტორია (თურქულ-ნორვეგიული კერძო კომპანიაა, )
5) ტყუილია, რომ მიწა გაყიდეს (იჯარით გადასცეს)) მიწა კი იქაურებმა გაყიდეს და ისიც ვითომ მათ სარგებლობაში რომ იყო და არარეგისტრირებულები. (ეგრე მეც გავუშვებ ერთ ხბოს სადმე და სადაც მოფუნავს ყველა ტერიტორიას ჩემად გავასაღებ)
6) ტყუილია, რომ იქ თურქებს ჩამოასახლებენ (რა ჩემი სირი უნდა იქ თურქებს როცა ადგილობრივები არიან წასული იქიდან და ბოლო ათი წელიწადია მგონი 3 ბავშვი არ დაბადებულა) იქ მაქსიმუმ რამდენიმე სპეციალისტი და მენეჯერი დატოვონ. არცერთ ფირმას არ აწყობს მეტი ხელფასი გადაუხადოს საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილ უბრალო მუშას, უბრალო ოპერატორს, მორიგეს, მძღოლს, ყარაულს. თავის ქვეყანაში არ მუშაობენ ისინი დაბალ ხელფასზე და ქართველებს ამუშავებენ... რომელ სულელს გონია რომ აქ პირიქით იქნება.
7) ტყუილია, რომ იქ მეჩეთს აშენებენ (ასეთი მოვისმინე გუშინ თითისსიგრძე მომიტინგე გოგონადან
8) ტყუილია, რომ იქ ურანის საბადოა)))))) (ჟიულვერნი კვდება ალბათ სიცილით)
9) ტყუილია, რომ იქ წიაღისეულია და თურქებს ჰესი კიარა წიაღისეული აინტერესებს. რომელი წიაღისეულია იმ მთებში ნეტა? კომუნისტებმა რომ ვერ აღმოაჩინეს?? გიშერია? ფოსფორია? მარგანეცია? ნახშირია? ურანია? ოქროა? ვერცხლია? სპილენძია? გრანიტია? მარმარილოა? დარიშხანია? ნიკელია? დაჟე კირის ქვა რომ კირის ქვაა ისიც კი არ არის მანდ! გუშინ ვიღაც ქალი კიოდა იმ მთებში რომ წიაღისეულია ის გვარჩენს საუკუნეები მთელ ქვეყანასო))))) არადა ჩვენ მარტო ბორჯომიც გვეყოფა სარჩენად და ასაყვავებლად))))
10) ტყუილია, რომ წარამარა იძახიან არიქა პოლიცია გვარბევსო! ეტყობა დარბევა არ უნახიათ რა არის! მაგრამ მუხტი აბა სხვაგვარად როგო აწიონ... ხალხი როგორ გამოიყვანონ? იმას ხომ არ ეტყვიან მაგ რეგინში რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ადგილობრივები დასაქმდებიანო?
11) ტყუილია, რომ იქ რაღაც ქვებს წონიან და სასწორები დადგესო))))) აბა რას იტყვით.... მაგ წიაღისეულში რომ ჰესის სამშენებლო ხრეში და სილა იგულისხმება... ამას ხომ არ იტყვით.
12) ტყუილია და კიარა სისულელეა იქ 3000 თქურქის ჩასახლება.... ისე სიმართლე თუ გინდათ ათი წელია მგონი მანდ ბავშვი არ გაჩენილა.
13) ტყუილია, რცა ოცნებას აბრალით პროვოკატორები მოგვიგზავნესო.... პროვოკატორები კიარა ისინი თქვენი თანამოაზრეები არიან და თქვენსავით ქვეყნის ბლოკირებას ცდილობენ... ხელისუფლების მოგზავნილი რომ ყოფილიყვნენ წუხელ არ დაიჭერდნენ მაგ ძმებ წულუკიძეებს.... მაგრამ თქვენ ხომ უკვე დააბრალეთ ხელისუფლებამ მოგვიგზავნაო!. გოგია წულაიას ხალხიც ხელისუფლებამ მოგიგზავნათ და ნაცებიც ხომ?? კუკავას ხალხიც ხომ?? აი მაგ სიმართლით იარეთ თქვენ))))
რომ იძახით გამოდით ნამოხვანის გადასარცენადო! ოკ! გამოვალ! როცა ჩემი რომელიმე თანამებრძოლი ნამოხვანიდან მომიწოდებს, გამო დათო შენ გვერდში ხომ ვიბრძოდით ნამოხვანელი ბიჭებიო! ასეთი არ არსებობს და რატომ ნეტა?? 13 თვის მანძილზე რატომ არ მახსოვს ვინმე ნამოხვანელი ომში??? როცა საქართველოში სოფელი არ მეგულება ომში რამდენიმე მეომარი არ გაეგზავნათ!
მორჩით რა ამ ისტერიას , ბორჟომი გადაგვარჩენს და რუსეთი რკინიგზის გადაკეტვით დავამშიოთო.... ამ ლოზუნგებით რა ც მოვიგეთ კი ვნახეთ უკვე!
დაიკავენ მეგაფონი ხელში, დაინახეს 2000 კაცი და მომინდომეს მერაბ კოსტავეობა და ზვიადობა ....
რატომ ვწერ ამას?? იმიტომ ვწერ რომ ვინც არ გეთანხმებათ სამშობლოს მცველებად ხატავთ თქვენ თავს და სამშობლოს მცველები მე ომში მინახია მკვდდრები და დასახიჩრებულები..... და არა რუსეთზე მიყიდულ გუმათჰესის ტერიტორიაზე! მიდით და იმ ხალხს მოთხოვეთ პასუხი ვინც 16 ჰესი რუსეთს მიყიდა, მაგრამ არა! თქვენ აქციებზე ვხედავ მათ მხარდამჭერებს , უმეტესობას ჩრდილში ოღონდ, იმიტომ რომ რამდენიმე პირადად მე გავასაჯაროვე, ზოგი მიკროფონთან , ზოგი ტელეკამერებთან, ზოგიც ჩუმადაა და თქვენ მოგონილ ჭორებს ავრცელებს ხალხში, ურანის მადნის აღმოჩენის არ იყოს. ჯოს ჯოს ჯოს ძახილით გინდათ გულანთებული და პატრიოტი ხალხის განწყობებზე ითამაშოთ და ქვეყანაში ქაოისი გამოიწვიოთ. სწორედ ესაა ღალატი, რასაც არ მალავთ კიდეც , ქვეყანას ბლოკირება გავუკეთოთ უნდაო! აი ესაა ღალატი! გამოდიხართ ისეთ ღლეობას დააბრეხვებთ ხოლმე სიმწრის სიცილი მივარდება ხოლმე, ''ხალხო ჩვენ ვართ მთავრობაო'' ))))) მთავრობა კიარა ბრმა იარაღი ხართ ვიღაცის ხელში.
რამდენიმე ქარის ელექტროსადგურზე აქვთ მწვანეებს საჩივარი შეტანილი !!!!!!!!! და არცერთ თბოელექტროსადგურზე! რისი მშენებლობაც იგეგმმება! აზრზე ხართ რაიმესი ეს რას ნიშნავს??? ვის რა აწყობს და ვინ ვის ინტერესს ატარებს!!!!!
მალე ეს აქცია ცუდად შემობრუნდება და მერე თქვენ თავს დააბრალეთ! ვინ ჩაიგდებს ხელში სადავეებს მალე ნახავთ!
ყველას მოღალატედ მართლა ვერ შევრაცხავ იქ მდგომებიდან მაგრამ 99% ცრუინფორმაციის და ჭორების მსხვერპლია.... თორემ ძაან ერკვევით ახლა იმ 400გვერდიან ხელშეკრულებაში ხოიცი.... რამდენი ხანი ვკითხულობდი და ჯერ მარტო ტერმინების განმარტებებმა დამღალა... მართლა ყველას წაკითხული და გაშიფრული გაქვთ ახლა მაგი თქვეენ??? თუ დაგიცერეს 4 ფურცელზე ვიღაცამ მოკლე შინაარსი და ის წაიკითხეთ მარტო.... ისიც ალაგალაგ.
ვის რისი განათლება გაქვთ ხალხო, როცა ექპერტების და მკვლევარების არ გჯერათ და თქვენ უსლოვიებს აყენებტ!
ვიღაცამ ისიც მომწერე ჩვენთვის მომგებიანი ხელშეკრულება დავდოთო)))) მე არ მინდა??? მეც მინდა ეგ მაგრამ ცოტა ხეირი იმ ინვესტორმაც თუ არ ნახა ისე რას აგიშნებს აქ??? ისეთი გიჟები გგონიატ ეგ უცხოელები რომ ჰესს აგიშენებენ, 2 ცენტად მოგცემენ, და 20 წელიწადში უპირობოდ და ზარალით წავლენ არა??? მიდით და ააშენეთ მერე ... სულ რაღაც 1200$ უწევს ერთ ოჯახს, ემიგრაციაში მყოფებიანად ერთად)))) რისი ამშენებლები ვართ ჩვენ?? სახინკლეში ნემეცკი შოთით დავდივართ ხოლმე.... ვნახე მე თქვენი აშენებული საქართველო უკვე! ერთი აირია ქვეყანა და მთელი ქარხანა-ფაბრიკები ჯართად გაზიდეთ იგივე თურქეტში ამ რამდენიმე წლის წინ.
ცოტა ფითილს დაუწიეთ მეგობრებო! დაიწვება საქართველო!
პ.ს. ჩემი სამშობლო ამ ქვეყნის მოსახლეობის 99%ზე მეტად მიყვარს! შვილივით მიყვარს და ნურავინ შემედავებით ამაში! მაგრამ ვინმე თქვენი შვილის თუნდაც ბრმანაწლავის ოპერაციას მანდობთ?? ხოდა აბა ვინ ხართ ეგეთი ტვინიკოსები და რა განათლებით აპირებთ ქვეყნის ასეთ საჭირბოროტო საკითხე თქვენი აზრის მოხვევას?? რა გესმით ამ თემაზე, რა განათლება გავთ ასე ქენით ისე ვქნათო რომ ასწავლით ამ საქმეში ჭიპმოჭრილ სპეციალისტებს ჭკუას??

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ