დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება - ლაშა ხუციშვილი 15.04.2021 21:51

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საკუთარ Facebook-ზე ავრცელებს:
საქართველოს მიერ ევრობონდების ძალიან წარმატებული გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე! კუპონის საპროცენტო განაკვეთი (coupon rate) - 2.75%! ახლახან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. მადლობას ვუხდი ტრანზაქციაში მონაწილე ყველა საერთაშორისო (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard) და ადგილობრივ (TBC Capital და Galt & Taggart) საინვესტიციო ბანკს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანზაქციის აღნიშნული ეტაპის წარმატებით განხორციელებაში. ხვალ მედიასთან დეტალურად ვისაუბრებ ამ თემაზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ