12:23 16.04.2021
პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკა კოვიდპანდემიის მიუხედავად, 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად გაიზარდა.

 

როგორც „ბიბისი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის ეკონომიკა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18,3%-ით გაიზარდა. 1992 წლის შემდეგ ეს რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

 

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკამ 2021 წელს კარგი სტარტი აიღო, თუმცა პანდემიის გამო არსებული არასტაბილური და არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს.

 

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული სხვა მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. წარმოების მაჩვენებელი 14,1%-ს აღწევს, საცალო გაყიდვები კი, 32%-ითაა გაზრდილი.

 

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ეკონომიკაც 2020 წელს მცირედით მაგრამ გაიზარდა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge