დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რა ხდება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში? - დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს 17.04.2021 19:47

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

 

 

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 16 აპრილს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს -„ძალადობა ბავშვთა სახლში“ ეხმიანება.

„სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.

აღნიშნული საქმის შესწავლა სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო, მოხდა სოციალური მუშაკის ჩართვა, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

სააგენტო და შესაბამისი უწყებები პერიოდულად ახორციელებენ კოჯრის ბავშვთა სახლის მონიტორინგს. მსგავსი დარღვევის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ დაფიქსირებულა. პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა წარმოადგენს სააგენტოს ინტერესს.

პროცესის გამჭვირვალობისა და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სააგენტო მზად არის ითანამშრომლოს სახალხო დამცველის აპარატთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამავდროულად, სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მოკვლევა, დაინტერესებულია გამოავლინოს ნებისმიერი სახის დარღვევები და მის დაქვემდევარებაში არსებულ დაწესებულებებში მსგავს ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ