დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

სასამართლოში შევხდებით და იქ აგიხსნით, ბესო ზანგური ვინ არის, ისე არ გააკეთოთ, მორალური ზიანის ანაზღაურებას ქიბარაც ვერ აუვიდეს - პაატა შავაძე 17.04.2021 21:23

პაატა შავაძე, რომელიც მსახიობ ბესო ზანგურის ადვოკატია, აცხადებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2-ს სასამართლოში უჩივის. საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობის მიმართ ბრალდებები გაისმის როგორც საზოგადოების, ისე მედიის მხრიდან. პაატა შავაძე წერს:

 

 

„რუსთავი-2... მე მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია ხელშეუვალია! სასამართლოში შევხდებით და იქ აგიხსნით ბესო ზანგური ვინ არის.. იქ ავხსნი ასევე, რის უფლება გქონდათ და რის არა.. ისე არ გააკეთოთ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას ქიბარაც ვერ აუვიდეს... წერტილი! ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.. საინტერესო კვირა მოდის...!“, წერს პაატა შავაძე.


 

უფრო ადრე ადვოკატმა გამოაქვეყნა პოსტი და მედიას მიმართა: 


მე მინდა საჯაროდ განვაცხადო მედიის მისამართით! თუკი ბესო ზანგურის საქმეზე რაიმე შეკითხვები გაქვთ, დამიკავშირდით მე! მგონი გასაგებად განვაცხადე, რომ ჩემი მარწმუნებელი აღარ გააკეთებს მედიისათვის არანაირ განცხადებას და ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილი ვარ უკვე მე, როგორც მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატი! კატეგორიულად გეკრძალებათ ბესოს ოჯახში თუ სხვა ადგილსამყოფელზე მასთან მიახლოება! რუსთავი-2, როგორც მიკერძოებული, არაობიექტური და საქალაქო სასამართლოში ჩვენი მოპასუხე არხი დაიბლოკა და არ მივაწოდებთ არანაირ ინფორმაციას! ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ! მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი..

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ