12:08 18.04.2021
18 აპრილს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ინიციატივით მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1983 წელს UNEშჩO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის 40-ე წლისთავის აღსანიშნად 18 აპრილი მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ დააწესა.

 

18 აპრილი მსოფლიოში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. მათ შორის, სამეცნიერო კონფერენციებით, გამოფენებით, ფოტოკონკურსებით, ექსკურსიებით, კინოჩვენებებით და ა.შ.

 

ამჟამად საქართველოში 11 765 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აღრიცხული, რომელთაგან 7 505 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია, 4 221 კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლი, 39 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,  978 ძეგლს კი განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია.

 

UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დღეისათვის, შეტანილია მცხეთის ისტორიული ძეგლები, გელათის სამონასტრო კომპლექსი და ზემო სვანეთი.


UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულია ასევე ქართული მრავალხმიანობა, ქართული ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა.

 




ავტორ(ებ)ი :