12:52 18.04.2021
Google Earth-ის ახალი ფუნქცია - ამიერიდან შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ როგორი იყო დედამიწა ბოლო 37 წლის განმავლობაში

შექმნის დღიდან Google Earth-მა არაერთი სიახლე დანერგა და განავითარა, რაც საშუალებას გვაძლევს საკუთარი ტელეფონიდან თუ კომპიუტერიდან მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილს ზემოდან დავხედოთ.

 

დროთა განმავლობაში აპლიკაციას დაემატა დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები, 360 გრადუსიანი კადრები და ა.შ.

 

BBC-ის ინფორმაციით, Google Earth აპლიკაციის მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან შესაძლებლობა გვაქვს ვნახოთ, თუ როგორი იყო დედამიწა ბოლო 37 წლის მანძილზე.

 

მაგალითისათვის, შეგიძლიათ ნახოთ როგორი იყო თქვენი სახლი, უბანი, აგარაკი თუ ეზო 1984 წელს და როგორ იცვლებოდა ის დროთა განმავლობაში.

 

აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ნახოთ, როგორ შეიცვალა მსოფლიო, როგორ ხდება ქალაქების განაშენიანება, ახალი გზების გაყვანა, ასევე რა გავლენა მოახდინა გლობალურმა დათბობამ დედამიწაზე ბოლო 37 წლის განმავლობაში.

 

BBC წერს, რომ ახალი აპლიკაცია საუკეთესო საშუალებაა ვნახოთ, თუ როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება გარემოზე და დავაკვირდეთ მყინვარების დნობა, მდინარეების დაშრობას, ტყეების გაჩეხვასა და სხვა პროცესებს, რომლებიც ბოლო წლებში ინტენსიურად ხდება.

 

გამოცემის ინფორმაციით, 24 მილიონი ფოტო Google-მა NASA-სგან და ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამისგან მიიღო.




ავტორ(ებ)ი : https://www.bpn.ge/