19:51 18.04.2021
ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია - ქართული ორთაბრძოლა ლისაბონში

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველები – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. პირველი ვაზარი ლაშა ბექაურმა მოიპოვა და დაწინაურდა. დაპირისპირების ბოლო მონაკვეთში ღვინიაშვილი გააქტიურდა და ჩამორჩენის შესამცირებლად მეტოქეს აქტიურად შეუტია, თუმცა ბექაურმა ის კონტრიერიშზე დაიჭირა და ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეხვედრა სუფთად, იპონით მოიგო.

 

რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი. ფინალში იგი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს დაუპირისპირდება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge