დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

პროსტატის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი MMT - ჰოსპიტალში 20.04.2021 14:58

პროსტატა – "მამაკაცის მეორე გული", როგორც ხშირად უწოდებენ წინამდებარე ჯირკვალს, მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ფუნქციებს ასრულებს მამაკაცის ორგანიზმში. 
პროსტატის ესა თუ ის პათოლოგია, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ბევრი მამაკაცის პრობლემაა.  


პროსტატის კიბო სიხშირით მესამე ადგილზეა საქართველოში, სარძევე ჯირკვლისა და ფილტვის კიბოს შემდეგ.


შესაბამისად, ძლიერი სქესის წარმომადგენელები ხშირად დგებიან ფაქტის წინაშე, როცა მათი “მეორე გული” შველას ითხოვს.   



ვის უნდა მიმართოთ ასეთ დროს, რომელ კლინიკას მიაკითხოთ პრობლემის მოსაგვარებლად?



საუკეთესო და ყველაზე სწორი არჩევანი - უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი და მისი საერთაშორისო გამოცდილებით შექმნილი მსოფლიო სტანდარტების უროლოგიური ჰაბია, რადგან MMT-ჰოსპიტალში პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის განსაკუთრებული ცენტრია!



დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად, ამ ცენტრში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდებია!

 

რითია გამორჩეული პროსტატის კიბოს სკრინინგისა და მკურნალობის ცენტრი MMT-ჰოსპიტალში?



• ამ ცენტრში პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უნიკალური აპარატურა და მეტოდებია დანერგილი! რეგიონში MMT-ჰოსპიტალი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კლინიკაა, რომელიც  პროსტატის  კიბოს დიაგნოსტიკას ულტრათანამედროვე მიკროულტრაბგერის საშუალებით ახორციელებს. მიკროექოსკოპია 300 %-ით აუმჯობესებს პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ამ აპარატს აქვს მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მაღალი სენსიტიურობა პროსტატის კიბოსადმი. მიკროექოსკოპია არის  პროსტატის კიბოს სკრინინგისათვის მოწოდებული ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი ტექნოლოგია, უაღრესად დახვეწილი ულტრათანამედროვე სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილთა უჯრედულ დონეზე (70 ნმ-სიზუსტით) შესასწავლად. ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება როგორც წინამდებარე ჯირკვალში მიმდინარე ანთებითი პროცესი (პროსტატიტი), ასევე პროსტატის ახალწარმონაქმნები; კერძოდ, დიაგნოსტირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (ადენომა) და ავთვისებიანი სიმსივნეები.



პროსტატის ბიოფსიის ახალი, მსოფლიო სტანდარტი – დამიზნებითი (თარგეთული) ბიოფსია ExactVu-ს მიკრო-ექოსკოპიის აპარატით, რომელიც სწრაფი და უმტკივნეულოა; ამ ეტაპზე, კი-ქვეყანასა და რეგიონში ხორციელდება მხოლოდ MMT ჰოსპიტალში.


დამიზნებითი ბიოფსია, თავის მხრივ კიდევ იყოფა და არსებობს რამდენიმე სახის: დამიზნებითი (თარგეთული) ბიოფსია მიკროექოსკოპიის კონტროლით, "ფიუჟენ" (Fusion) ბიოფსია- მაგნიტური რეზონანსის (MRI) და სტანდარტული ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით, და ულტრათანამედროვე, 


"ფიუჟენ" (Fusion) ბიოფსია, მაგნიტური რეზონანსის (MRI) და მიკრო-ექოსკოპიის ერთდროული კონტროლით.


"ფიუჟენ" ბიოფსიის ეს უზუსტესი და უახლესი მეთოდი წარმოადგენს  მიკროექოსკოპიისა და MRI-ის მონაცემების შერწყმას ExactVu-ს მიკრო-ულტრაბგერით პლატფორმაზე და იძლევა გარჩევადობის სრულად ახალ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს პროსტატის კიბოს 100%-იან დიაგნოსტიკას, კერძოდ:



    საეჭვო ქსოვილის უზუსტეს დიფერენცირებას
    საეჭვო რეგიონების უზუსტეს ვიზუალიზაციას
    საეჭვო უბანზე უზუსტეს დამიზნებას
    დამიზნებითი ბიოფსიის რეალურ დროში წარმოებას



პროსტატის "ფიუჟენ" ბიოფსია (FusionVu) ახორციელებს პროსტატის კიბოს 100%-იან დიაგნოსტიკას, აგარიდებთ ბრმა და არასაჭირო ბიოფსიებს, დაზოგავს თქვენს დროსა თუ ფინანსურ რესურს და წარმოადგენს უზუსტესი დიაგნოზისა და ეფექტური მკურნალობის გარანტს



2021 წელი არის ის გამორჩეული წელი, რომელშიც MMT ჰოსპიტალი უპრეცედენტო, ულტრათანამედროვე რობოტული ტექნოლოგიის დანერგვით გაახარა ონკოლოგიური, კერძოდ კი პროსტატის კიბოთი დაავადებულ ადამიანები. ამ ინოვაციურმა ტექნოლოგიამ მედიკოსებს მისცა საშუალება, რომ პროსტატის კიბო დაამარცხონ უოპერაციოდ, სხივური და ჰორმონოთერაპიის გარეშე, ამბულატორიულად, სულ რაღაც 1-2 საათში!



Focal One – რუთი (რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) განკუთვნილია პროსტატის ლოკალიზებული კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის. რუთის უნიკალურმა, დამზოგველმა რობოტულმა ტექნოლოგიამ ის ახალი კარი გახსნა, სადაც მამაკაცებს შეუძლიათ დაამარცხონ პროსტატის კიბო, შეინარჩუნონ პროსტატა, ნორმალური  სქესობრივი ფუნქცია, შარდის შეკავების უნარი და საავადმყოფო სულ  რამდენიმე საათში ჯანმრთელებმა დატოვონ.


R

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ