პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"დიპლომატიური კურიოზები:
ორელჩიანობა?!
ორხელისუფლებიანობა გამიგია, მაგრამ ორელჩიანობა პირველად მესმის
გახსოვთ, ბატკამ რომ რუსეთს გვერდი უქცია, დასავლეთს კი გაუცინა? ამერიკამ კი იმავწუთს ელჩად ჯულია ფიშერი დანიშნა მინსკში... სხვათა შორის, ქალბატონ ჯულიას ჩვენც კარგად ვიცნობთ, თბილისშიცაა ნამუშევარი...
ელჩის დანიშვნიდან მინსკში ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამ მოხდა ბელარუსში: აქცია-მაქციები, ანტისამთავრობო გამოსვლები, დაჭერები... ბატკა ისევ რუსეთს ჩაეხუტა, ჯულია ფიშერი კი მინსკში არ ჩასულა - ასე ვთქვათ, "ჰაერში დარჩა". ბატკამ ვიზა და აკრედიტაცია (აგრემანი) არ მისცა.
რა უნდა ექნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს?
ბოლო დღეებში დიპლომატიურ წრეებში ხმები გავრცელდა, რომ თითქოს ამერიკამ ლიეტუვას მთავრობას თხოვნით მიმართა - მანდ ხომ გყავთ "ბელარუსის პრეზიდენტი" მისის ტიხანოვსკაია, ახლა იქნებ ელჩიც თქვენთან იყოს, მიეცით აკრედიტაციაო.
სხვათა შორის, აშშ-ს ლიტვაში თავისი ნამდვილი "როდნოი" ელჩიც ჰყავს - რობერ გილკირსტი.
ასე რომ, თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ ორელჩიანობის მოწმენი ვიქნებით.
https://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/11216113"
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge